12 მილიონ დოლარიანი Bugatti და 5 ფერარი - კრიშტიანუ რონალდოს ძვირად ღირებული მანქანების კოლექცია | Allnews.Ge

12 მილიონ დოლარიანი Bugatti და 5 ფერარი - კრიშტიანუ რონალდოს ძვირად ღირებული მანქანების კოლექცია

კრიშტიანუ რონალდო ძვირადღირებული მანქანების კოლექციას ფლობს, სუპერ ავტომობილების საერთო ფასი 24 მილიონი დოლარია. მასში შედის 12 მილიონ დოლარიანი Bugatti და ხუთი Ferrari.

ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა მისი კოლექცია ტურინის ვილადან იუვენტუსში გადაიტანა.

რონალდოს ბოლო შენაძენი იყო 1,95 მილიონ დოლარიანი Ferrari Monza SP1. მონზა მეხუთე ფერარია, რომელიც იუვენტუსის ვარსკვლავმა იყიდა.

sxgvfsdbheyw-1621603328-1621769130.jpg

2017 წელს Ferrari F12 TDF - ის შესაძენად 480 000 დოლარი დახარჯა. Hot Cars -ის ინფორმაციით, მას ასევე ეკუთვნის 385,000-დოლარიანი Ferrari 599 GTO, 310,000-დოლარიანი Ferrari 599 GTB Fiorano და 300,000- დოლარიანი Ferrari F430.

რონალდოს ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა Bugatti Centodieci, რომელშიც 12 მილიონი დოლარი გადაიხადა.

fdshreji54i-1621603365-1621769168.jpg

SportBible - ის თანახმად, თავის 36 – ე დაბადების დღის აღსანიშნავად რონალდუმ შეიძინა მანქანა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 10 არსებობს. მანქანა 100 კმ / სთ სიჩქარეს მხოლოდ 2.4 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 380 კმ /საათია. მას ასევე ჰყავს ორი სხვა Bugatti.

განაგრძეთ კითხვა