რას ნიშნავს "ცუდი" და "კარგი" ნახშირწყლები და ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან ისინი სრულად? | Allnews.Ge

რას ნიშნავს "ცუდი" და "კარგი" ნახშირწყლები და ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან ისინი სრულად?

ჩვენს წარმოდგენაში ნახშირწყლები ცუდია, მაგრამ რაციონიდან მათი სრული გამორიცხვა გონივრული არ არის. ბოსტნეულის ულუფა 3-4 გრამ ნახშირწყალს შეიცავს, იმდენივეს რამდენსაც ერთი პეშვი ნიგოზი. გამოდის, რომ ნახშირწყლებზე ურის შემთხვევაში ადამიანმა რაციონიდან უნდა ამოიღოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი პროდუქტი.

დიეტოლოგები საუბრობენ "ცუდ" და "კარგ" ნახშირწყლებზე. პირველს მიეკუთვნება დამუშავებული მარცვლეული, რაფინირებული შაქარი. წონაში კლება და ჯანსაღი მასის შენარჩუნება, ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა და საჭმლის მონელების ოპტიმიზაცია მოითხოვს მენიუში სწორი ნახშირწყლების არსებობას.

რაციონში ნახშირწყლების შემცირება აქვეითებს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების, მათ შორის ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტების, უჯრედისისა და სასარგებლო ცხიმების მოხმარებას. ეს დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს იმუნურ და კოგნიტიურ ფუნქციებზე და ზრდის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების, მათ შორის გულისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.

იმ რეგინებში, რომელთა მოსახლეობაც დღეგრძელობით გამოირჩევა, დიეტა უპირატესად მცენარეულია, რაც ნახშირწყლების საკმარისი ოდენობით შემცველობას მიუთითებს.

უჯრედისის დღიური რეკომენდებული დოზაა არანაკლებ 25 გრამისა. თუმცა ეს საკვები ნივთიერება მხოლოდ ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებშია. ამასთან უჯრედისის მაღალი შემცველობის რაციონი დაკავშირებულია გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ინსულტის, დიაბეტის, სიმსუქნის და სხვა მდგომარეობის რისკთან.

გარკვეული სახის უჯრედისი პრობიოტიკივით მუშაობს, გარდაიქმნება რა ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიებისთვის საკვებად. არსებობს უჯრედისის შემცველი დანამატები, რომლებიც ვერ იძლევა იმ უპირატესობებს, რასაც პროდუქტებიდან მიღებული უჯრედისი.

ნებისმიერი ექსტრემალური დიეტა სოციალურ კვებას პრობლემურად აქცევს, რაც ფსიქიკურ სიჯანსაღეზე მოქმედებს. სასარგებლო ნახშირწყლების შემცველი დიეტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ემოციურ კეთილდღეობას.

არსებობს ასეთი მცნება- "კეტო-გრიპი" - მდგომარეობა რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, გაღიზიანება, გულისრევა და კუნთების ტკივილი. ეს მაშინ ხდება, როდესაც ტვინი (რომელიც ჩვეულებრივ იყენებს 60% ნახშირწყლებს) გადაერთვება კვების სხვა წყაროზე.

ჩვენს რაციონში ყოველთვის უნდა იყოს ისეთი ნახშირწყლოვანი პროდუქტები, როგორიცაა: ნიგოზი, პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული.