ფსიქოლოგიური ხრიკები, რომელებიც წონის კლებაში დაგეხმარებათ | Allnews.Ge

ფსიქოლოგიური ხრიკები, რომელებიც წონის კლებაში დაგეხმარებათ

უცნაურია, თუმცა ცდად ღირს... ზოგიერთ სუნს შეუძლია წონის კლებაში დაგეხმაროთ.

კვლევებით დასტურდება, რომ ბანანისა და მწვანე ვაშლის სურნელი ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რა რაოდენობის საკვებს მივირთმევთ.

ჩატარდა კვლევა, რომელშიც 3200 ქალი ღებულობდა მონაწილეობას. როგორც აღმოჩნდა, ბანანის, მწვანე ვაშლის, ვანილისა და პიტნის სურნელი მათ შიმშილის გრძნობას უქვეითებდა.

როგორ ხდება ეს?

თავის ტვინში გვაქვს ყნოსვის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს გადაწყვეტილებაზე, დავაგემოვნოთ თუ არა კონკრეტული საკვები.

როდესაც ბანანს ან ვაშლს ვეხებით და მათ სურნელს შევიგრძნობთ, ტვინი აღიქვამს ისე, თითქოს მათ ვჭამთ.

სასარგებლოა საკვებში ჯანჯაფილის, როზმარინის, რეჰანისა და დარიჩინის დამატებაც. ისინი ანალოგიურ შედეგს იძლევა.

ასე რომ, გამოიყენეთ არომაგია თქვენს სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, ფერებიც დავიხმაროთ.

ლურჯი შეფერილობის ქლიავი, თეფში, ხელსახოცი, განათება - ყველაფერი გამოგადგებათ. ამ ფერის პალიტრა საკვების ზომიერად მიღების გაკონტროლებაში გვეხმარება.

სჯობს მარტომ ჭამოთ. როდესაც ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ჭამთ, ვერ აკონტროლებთ მიღებული საკვების ოდენობას, რაზეც ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ თქვენ ჭამის დროს საუბრობთ.

დაივიწყეთ ფილმების ან სერიალების ყურება და თან გემრიელად „სუსნაობა“.

სჯობს, სარკის წინ მიირთვათ, ასე 1/3-ით ნაკლები რაოდენობის საკვებს შეჭამთ.

იცინეთ ყოველდღიურად. მხოლოდ 15 წუთით სიცილი 40 კკალ-ის დაწვაში დაგეხმარებათ.

სიცილი სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის, მენტალური ჯანმრთელობისთვის, კალორიების დაწვისთვის. ასევე, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს.

ჭამეთ იოგურტი და თხილი. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ისინი წონის კლებაში ხილსა და ბოსტნეულზე მეტად გვეხმარებიან.

იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თხილს მიირთმევენ, ჭარბი წონის განვითარების რისკი 25%-ით ნაკლები აქვთ.