ხვალიდან 37 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

ხვალიდან 37 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში იწ­ვი­მებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა და ძლი­ე­რი ქარი. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20-21 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცხე­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 21 მა­ისს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში +32, +37, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში +30,+35 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. 22 მა­ისს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ზო­გან იწ­ვი­მებს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში +25, +30 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +32, +37 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

23-24 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქი, ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რილ­დე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა (+30, +35 გრა­დუ­სი) შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

თბი­ლის­ში 19 – 22 მა­ისს ცხე­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, 23-24 მა­ისს შე­საძ­ლოა ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით აღი­ნიშ­ნოს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +33, +35 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. 19 მა­ისს იქ­რო­ლებს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი.