რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს | Allnews.Ge

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი იმ საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს, რა­საც ხი­ლით და ბოსტნე­უ­ლით ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვლა ქვია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პრო­დუქ­ტი გამ­დი­ნა­რე წყალ­ში კარ­გად გა­ი­რე­ცხოს.

ამ კონ­ტექ­სტში ინ­ფექ­ცი­ონის­ტი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ხი­ლის ნამ­ცხვრებ­ში და ტორ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. კონ­კრე­ტუ­ლად, ბუ­წაშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ტორ­ტებ­ში ყუნ­წი­ან მარ­წყვს.

„ზოგი ახი­რე­ბად მით­ვლის, მაგ­რამ წლე­ბია მა­წუ­ხებს ყუნ­წი­ა­ნი მარ­წყვე­ბის ნახ­ვა კრე­მი­ან ტორ­ტებ­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია მარ­წყვი ყუნ­წის მო­ცი­ლე­ბის გა­რე­შე ადექ­ვა­ტუ­რად გა­ი­რე­ცხოს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ბაქ­ტე­რი­ებ­ზე, რომ­ლებ­საც დიდი შან­სი აქვთ იქ არ­სე­ბო­ბის, ყუნ­წის მო­ცი­ლე­ბი­სას ხი­ლუ­ლი ჭუ­ჭყიც შე­იმ­ჩნე­ვა ხოლ­მე. ახლა, რა თქმა უნდა, კო­რო­ნა­ვირუ­სის კონ­ტექ­სტში არ ვწერ ამას, ჩვე­უ­ლებ­რივ ბაქ­ტე­რი­ებს ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად აინ­ფი­ცი­რებს ადა­მი­ანს, თუ ხილი და ბოსტნე­უ­ლი კარ­გად არ არის გა­რე­ცხი­ლი გამ­დი­ნა­რე წყლით.

myquiz