ხანძარი პეკინის გამზირზე და ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან გამოყვანილი ბავშვები - კადრები შემთხვევის ადგილიდან | Allnews.Ge

ხანძარი პეკინის გამზირზე და ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან გამოყვანილი ბავშვები - კადრები შემთხვევის ადგილიდან

პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები თითქმის 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ. ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დილის საათებში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. მისამართზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია.

xandzaripekinze-1621324859.jpg

xandzarikorpusi-1621324859.jpg

xandzarimexandzepekinze-1621324859.jpg

xandzaripekinzekorpu-1621324859.jpg

xandzaripekinzemexandzre-1621324859.jpg

მეხანძრე-მაშველებმა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

mexandzedabavshvi-1621324808.jpg

xandzaripekinzebavshvi-1621324859.jpg

მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე, სახანძო კიბის საშუალებით.პარალელურად, მიმდინარეობდა ქრობის აქტიური სამუშაოები.არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და საშიშროება აღკვეთა.

myquiz