"ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი" - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ როდის შემოიტანენ "ფაიზერის" ვაქცინას | Allnews.Ge

"ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი" - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ როდის შემოიტანენ "ფაიზერის" ვაქცინას

"ვაქ­ცი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე ჩვენ საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნად, წარ­მა­ტე­ბულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებთ, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად სა­უ­ბა­რია "ფა­ი­ზე­რის“ და­მა­ტე­ბი­თი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა­ზე ზა­ფხულ­ში, ივ­ნის-ივ­ლი­სის თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ის უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში და "ფა­ი­ზე­რის“ პრე­ზი­დენ­ტთან არა­ერ­თი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ჰქონ­და.

"ვაქ­ცი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე ჩვენ საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნად, წარ­მა­ტე­ბულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებთ უშუ­ა­ლოდ მწარ­მო­ებ­ლებ­თან. ერთი არის "კო­ვაქ­სის" პლატ­ფორ­მა, სა­ი­და­ნაც ჩვენ უკვე და­ვი­წყეთ მი­ღე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის. მე­ო­რე არის უშუ­ა­ლოდ მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი. ამის თა­ო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე დღე­ში გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ქალ­ბა­ტონ მი­ნის­ტრთან ერ­თად დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით წარვდგეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ გი­თხრათ, სა­უ­ბა­რია "ფა­ი­ზე­რის“ და­მა­ტე­ბი­თი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა­ზე ზა­ფხულ­ში, ივ­ნის-ივ­ლი­სის თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით. ჩვენ მი­ლი­ონ დო­ზა­ზე გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. მეც უშუ­ა­ლოდ ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, "ფა­ი­ზე­რის“ პრე­ზი­დენ­ტთან მქონ­და არა­ერ­თი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი „სი­ნო­ფარ­მის“ და სი­ნო­ვა­კის“ ქარ­ხნებ­თან, და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის მო­წო­დე­ბას­თან და­კავ­შრე­ბით. ასე­ვე „მო­დერ­ნას­თან“, „ნო­ვო­ვაქ­სის“ ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩი­ნუ­რი „სი­ნო­ფარ­მის“ და სი­ნო­ვა­კის“ ქარ­ხნებ­თან უშუ­ა­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის მო­წო­დე­ბას­თან და­კავ­შრე­ბით. ასე­ვე „მო­დერ­ნას­თან“, „ნო­ვო­ვაქ­სის“ ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნას­თან და­კავ­შრე­ბით. ასე, რომ ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვართ გან­წყო­ბი­ლე­ბი. უკვე მო­წე­რი­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით დო­ზებს მი­ვი­ღებთ, ასე რომ არ იქ­ნე­ბა შე­ფერ­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

myquiz