"70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ, 70 ქათამი მყავს, ვამუშავებ მიწას..." - გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება | Allnews.Ge

"70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ, 70 ქათამი მყავს, ვამუშავებ მიწას..." - გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება

ნა­თე­ლა ბი­ჩე­ლაშ­ვი­ლი თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ საყ­დრი­ონ­ში ცხოვ­რობს. უყ­ვარს შრო­მა და ბავ­შვო­ბი­დან თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს. ჰექ­ტა­რო­ბით მი­წას ამუ­შა­ვებს, მოჰ­ყავს მო­სა­ვა­ლი, უვ­ლის ფერ­მას და ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. წუხს, რომ სოფ­ლი­დან ახალ­გაზ­რდე­ბი მი­დი­ან, რად­გან იქ სა­მუ­შა­ოს ვერ შო­უ­ლო­ბენ, არა­და, ად­რე­ულ წლებ­ში საყ­დრი­ონ­ში სი­ცო­ცხლე დუღ­და და იქი­დან წას­ვლა­ზე არა­ვინ ფიქ­რობ­დაო.

- აქა­უ­რი ვარ, აქ და­ვი­ბა­დე და მიყ­ვარს ჩვე­ნი სო­ფე­ლი. მშრო­მელ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ოთხ დედ­მა­მიშ­ვილს (ორი ბიჭი და ორი გოგო) ბავ­შვო­ბი­დან ჩვენ-ჩვე­ნი საქ­მე გვქონ­და. სო­ფელ­ში მე­ურ­ნე­ო­ბას ყვე­ლა უძღვე­ბო­და და ჩვე­ნი ოჯა­ხიც სულ შრო­მა­ში იყო, ვუვ­ლი­დით სა­ქო­ნელს, ფრინ­ველს, ბაღს, ბოს­ტანს. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მი ვარ. მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მე­თეს­ლე აგ­რო­ნო­მად ვმუ­შა­ობ­დი. მერე, იჯა­რით მი­წის გა­ცე­მა რომ და­ი­წყო, მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორს რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან და­ე­ვა­ლა, სო­ფელ­ში ბოსტნის და­მუ­შა­ვე­ბა დაგ­ვე­წყო. მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორ­მა რა­ტომ­ღაც მე მი­თხრა, ყო­ჩა­ღი ხარ, ხალ­ხი აიყ­ვა­ნე და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­თო. 5 ჰა გა­ვი­პი­როვ­ნეთ. 3 ჰა-ზე კომ­ბოს­ტო მომ­ყავ­და, 1 ჰა-ზე - პო­მი­დო­რი, სტა­ფი­ლო და სხვა ბოსტნე­უ­ლი. 100 ტონა კომ­ბოს­ტო მო­ვი­წი­ეთ და მა­შინ ასე­თი მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა ჩვენს რა­ი­ონ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა 1992 წე­ლამ­დე გაგ­რძელ­და.

182956576-201618681608231-2536558509205355765-n-62878-1621226619.jpg

- რად­გან 90-ია­ნე­ბის გამო ცხოვ­რე­ბა აი­რია?

- დიახ და პრო­ფე­სი­ის შეც­ვლაც მო­მიხ­და - ჩა­ვა­ბა­რე მა­შინ­დელ პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში და დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ისევ ჩვენს სო­ფელ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მერე და­წყე­ბი­თი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გავ­ხდი. კუ­პო­ნი რომ შე­მო­ვი­და, ხელ­ფა­სი 54 კუ­პო­ნი მქონ­და. სკო­ლა­ში 2001 წლამ­დე ვმუ­შა­ობ­დი, მერე ოჯახს მეტი დას­ჭირ­და. ფერ­მა უკვე მქონ­და, მაგ­რამ მცი­რე ხელ­ფა­სით პრობ­ლე­მებს ვე­ღარ ვწვდე­ბო­დი. შვი­ლებს მო­სამ­ზა­დებ­ლად თან­ხა სჭირ­დე­ბო­დათ, ამი­ტომ ორი წლით სა­მუ­შა­ოდ ის­რა­ელ­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ იქ 8 წე­ლი­წადს დავ­ყა­ვი. ჩემ­მა შვი­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს, ბიჭი იუ­რის­ტია, გოგო - ექი­მი და დღეს თავ-თა­ვი­ან­თი საქ­მე აქვთ.

- ის­რა­ელ­ში რომ წახ­ვე­დით, ფერ­მა ვის ჩა­ა­ბა­რეთ?

- 94 სული სა­ქო­ნე­ლი მო­სავ­ლე­ლად ჩემს ქმარს და­ვუ­ტო­ვე. ის უვ­ლი­და, მე კი სულ ტე­ლე­ფონ­ზე ვი­ყა­ვი ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ რომ ჩა­მო­ვე­დი, ფერ­მა­ში მხო­ლოდ 27 სული სა­ქო­ნე­ლი დამ­ხვდა... მერე მე­უღ­ლე ბუ­ღამ და­ა­შა­ვა და თირკმლის სიმ­სივ­ნე გა­ნუ­ვი­თარ­და. ოპე­რა­ცი­აც გა­ვუ­კე­თეთ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ ის 27 სული 200 სუ­ლად ვაქ­ციე... ყო­ველ დი­ლას სახ­ლი­დან ხუ­თის ნა­ხე­ვარ­ზე გავ­დი­ვარ და 10 სა­ათ­ზე ვბრუნ­დე­ბი, მერე სა­ღა­მოს ისევ მი­წევს გას­ვლა, რომ სა­ქო­ნე­ლი და­ვა­ბი­ნა­ვო, მოვ­წვე­ლო. ყო­ველ­დღე უთე­ნია სიბ­ნე­ლე­ში ფერ­მამ­დე კი­ლო­მეტრ-ნა­ხე­ვარს ფე­ხით გავ­დი­ო­დი. მე­ზობ­ლებს უკ­ვირ­დათ, მგლე­ბის არ გე­ში­ნია, მაგ მინ­დორ­ზე ფე­ხით რომ და­დი­ხა­რო?! ეზო­ში ჩემი მე­უღ­ლის "ნივა" გვედ­გა და მან­ქა­ნის მარ­თვა ვის­წავ­ლე. მერე ის მან­ქა­ნა გავ­ყი­დე და სხვა ვი­ყი­დე. ახლა ფერ­მა­ში იმით დავ­დი­ვარ.

- თქვე­ნი ფერ­მა რა სა­მე­ურ­ნეო ამო­ცა­ნას ას­რუ­ლებს?

- შპს შევ­ქმე­ნი, 70 ძრო­ხას ვწვე­ლი და რძეს ვა­ბა­რებ. ადრე ყვე­ლი ამომ­ყავ­და, ბა­ზარ­შიც ჩამ­ქონ­და და ვყიდ­დი. დავ­ტვირ­თავ­დი პა­რას­კევს მან­ქა­ნას პრო­დუქ­ტით და გლ­და­ნის ბა­ზარ­ში მივ­დი­ო­დი. მან­ქა­ნა­ში მი­წევ­და გა­თე­ნე­ბა, რად­გან ღა­მით უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ დი­ლის­თვის იქ ად­გი­ლი შე­მე­ნა­ხა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა რთუ­ლი იყო და გა­დავ­წყვი­ტე, მხო­ლოდ რძე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ხან­და­ხან სა­ქო­ნელ­საც ვყი­დი. 25 სული მოზ­ვე­რი მყავს, შარ­შან უნდა გა­მე­ყი­და - შე­მოდ­გო­მით ვყი­დი ხოლ­მე, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ჩე­რა და კლი­ენ­ტიც აღარ გა­მოჩ­ნდა.

- სა­ქონ­ლის ფერ­მის გარ­და კი­დევ რას უვ­ლით?

- 70 ქა­თა­მი მყავს - ეს ისე, ჩვენ­თვის, სახ­ლში. ვა­მუ­შა­ვებ მი­წას. შარ­შან 2,5 ჰექ­ტარ­ზე სი­მინ­დი მქონ­და და­თე­სი­ლი და 40 ტო­ნამ­დე მო­ვიყ­ვა­ნე. ასე­ვე კარ­ტო­ფი­ლი, ლო­ბიო - ყვე­ლა სა­თოხ­ნი კულ­ტუ­რა მომ­ყავს. კარ­ტო­ფი­ლი კარ­გად რომ მო­ვი­დეს, ხე­ლით ორ­ჯერ მა­ინც უნდა გა­თოხ­ნო. აქ ტრაქ­ტორს გა­ა­ტა­რე­ბენ ხოლ­მე, მე კი ტრაქ­ტო­რი არ შემ­ყავს, რად­გან კარ­ტო­ფილს თა­ვებს აწყვეტს. ბა­ლა­ხი სა­ნამ პა­ტა­რაა, არა უშავს, ად­ვი­ლად ერე­ვი, თო­რემ თუ მოძ­ლი­ერ­და, ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლის. ჩვენს სო­ფელ­ში ბოსტნე­უ­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი მო­დის, ბა­რა­ქი­ა­ნი მი­წაა. ერთი ეგ არის, წყა­ლი არ გვაქვს, მაგ­რამ თი­ა­ნე­თი ისე­თი რა­ი­ო­ნია, არ ცხე­ლა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­დუქ­ტი მოვა, თუ ადა­მი­ა­ნი მო­ინ­დო­მებს.

182337825-1145824959177692-6629906797024989432-n-62915-1621226705.jpg

- ყვე­ლა ხბოს თა­ვი­სი დე­დის რძეს აწ­ვდით. ამას რო­გორ ახერ­ხებთ, არ გე­რე­ვათ?

- ახალ­და­ბა­დე­ბულ ხბოს რომ შევ­ხე­დავ, უკვე ვიცი, რომ­ლის შვი­ლია. 45 ხბო მყავს, სამი თვის მერე თა­ვი­სი დე­დის რძეს აღარ ვას­მევ, სხვა საკ­ვებ­ზე გა­დამ­ყავს, მა­გა­ლი­თად, ქა­ტო­ზე. არის სპე­ცი­ა­ლუ­რი საკ­ვე­ბიც, თან უკვე ბა­ლა­ხო­ბენ კი­დეც. ფერ­მა­ში შე­მო­ღო­ბი­ლია ტე­რი­ტო­რია და იქ ძო­ვენ.

ვი­ღა­ცას "ფე­ის­ბუკ­ში" და­უ­წე­რია, ძრო­ხას მაია რა­ტომ და­არ­ქვა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბაო? ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს ვარ­ქმევ. ვი­თომ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა? "როს­ტო­მა" და­ვარ­ქვი ხბოს, რად­გან როს­ტო­მას­გან (მე­ზო­ბე­ლი) ვი­ყი­დე. ეგ ამ­ბა­ვი ასე გამ­ჟღავ­ნდა - მისი შვი­ლი სოფ­ლის ნა­ხირ­ში წა­სუ­ლა, "როს­ტო­მა" რომ და­უ­ნა­ხავს, ჩემი მწყემ­სის­თვის უთ­ქვამს, ჩვენს ძრო­ხას რო­გორ ჰგავ­სო. რო­მე­ლი, როს­ტო­მაო? - მწყემსს უკი­თხავს. მოკ­ვდა სი­ცი­ლით, ნა­თე­ლას ძრო­ხის­თვის მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ურ­ქმე­ვი­აო... ის კი არა, ძრო­ხებს შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლებს ვარ­ქმევ. მერე, თუ ვინ­მეს მი­ვამ­სგავ­სებ, იმის სა­ხელ­საც და­ვარ­ქმევ...

განაგრძეთ კითხვა

myquiz