ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა ხდება, როცა 2 სხვადასხვა ვაქცინით იცრები - "ტკივილი, სისუსტე, სიცხე ჰქონდათ უფრო მეტი" | Allnews.Ge

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა ხდება, როცა 2 სხვადასხვა ვაქცინით იცრები - "ტკივილი, სისუსტე, სიცხე ჰქონდათ უფრო მეტი"

რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორი სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნით იც­რე­ბა? სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ალერ­გო­ლოგ-იუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა გან­მა­რე­ბა "დი­ლის შო­უ­ში" გა­ა­კე­თა. კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ისა­უბ­რა.

"ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვის გამო, ევ­რო­პის ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ მო­სახ­ლე­ო­ბას მე­ო­რე დო­ზის­თვის Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა შეს­თა­ვა­ზა. მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­მა და რა­ღაც ეტაპ­ზე გერ­მა­ნი­აც ამას აკე­თებ­და, სა­ნამ AstraZeneca-ზე ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი მთლი­ა­ნად არ მოხ­სნეს.

კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი 12 მა­ისს ძა­ლი­ან ავ­ტო­რი­ტე­ტულ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა და ერ­თა­დერ­თი, რაც და­ი­ნა­ხეს, 2 სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ერ­თო გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და, ვიდ­რე ერთი და იგი­ვე ვაქ­ცი­ნის დროს.

ტკი­ვი­ლი, სი­სუს­ტე, სი­ცხე ამ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ უფრო მეტი, როცა გა­ი­კე­თეს 2 სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნა", - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე დო­ზი­დან გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნებს და­მა­ტე­ბი­თი დო­ზის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ.

კუ­ლუმ­ბე­გო­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ანს მე­სა­მე აც­რის გა­კე­თე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ვაქ­ცი­ნით შე­უძ­ლია, იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ რო­მე­ლი პრე­პა­რა­ტი გა­მო­ი­ყე­ნა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე აც­რე­ბის დროს.

"მუდ­მი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი ვერ იქ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია. რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბებს ახა­სი­ა­თებს ცვა­ლე­ბა­დო­ბა, გრი­პი არის ამის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი. იგი­ვე კო­ვიდ­პას­პორ­ტე­ბის მი­მართ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის მი­ღე­ბუ­ლი, რომ იქ­ნე­ბა ექ­ვსთვი­ა­ნი ვა­ლი­და­ცი­ით. თუ რამე შე­იც­ვლე­ბა და მო­ნა­ცე­მე­ბი გზა­ში შე­მოგ­ვე­წე­ვა, შე­იძ­ლე­ბა ეს გახ­დეს 8, 10, 12 თვე. ამ ეტა­პის­თვის ვი­ცით, რომ 6 თვე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა. ​

myquiz