პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა | Allnews.Ge

პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა

პრინცმა ჰა­რიმ ბრი­ტა­ნულ სა­მე­ფო ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა და ამ­ჯე­რად ეს დექს შე­პარ­დის პოდ­კას­ტში გა­ა­კე­თა. ჰა­რიმ სა­მე­ფო ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა ფილმ "თრუ­მე­ნის შოუს" და ზო­ო­პარკში ცხოვ­რე­ბას შე­ა­და­რა.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი ამ­ბობს, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი ჰგავს იმ კაცს, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩენს, რომ რე­ა­ლით შო­უ­შია და რომ გარ­შე­მო მხო­ლოდ სი­ყალ­ბეა. ჰა­რის თქმით, 20 წლის იყო, რო­დე­საც უკვე ფიქ­რობ­და, სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე უარი ეთ­ქვა.

"მე არ მსურს ეს საქ­მე (სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი), მე არ მსურს იქ ყოფ­ნა, მე არ მსურს იმ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა. შე­ხე­დეთ, ყო­ვე­ლი­ვემ სა­დამ­დე მი­იყ­ვა­ნა დე­და­ჩე­მი“, - ამ­ბობს ჰარი.მან­ვე გა­იხ­სე­ნა 1997 წელი, რო­დე­საც პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

"რო­გორ შევ­ძლებ ვი­ცხოვ­რო მშვი­დად იქ ჩემს ცოლ­თან და ოჯახ­თან ერ­თად, რო­დე­საც ვიცი, რომ შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე კვლავ გან­მე­ორ­დეს?! იმი­ტომ, რომ ეს მარ­თლა ვიცი. მე გავ­ლი­ლი მაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვიცი იქ რაც ხდე­ბა და არ მინ­და მისი ნა­წი­ლი ვიყო. ვფიქ­რობ, რომ ეს მარ­თლაც სა­ში­ში ად­გი­ლია....“, - ამ­ბობს პრინ­ცი.

ჰა­რიმ ისა­უბ­რა ასე­ვე მა­მა­ზე, ჩარლზ­ზე და თქვა, რომ თა­ვად თუკი და­ი­ნა­ხავს, რომ მის შვი­ლებს რა­ი­მე სტკი­ვათ, რა­ი­მე­ზე დარ­დო­ბენ, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს მათ გამო. "მსურს, და­ვან­გრიო ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა მათ­თვის", - აღ­ნიშ­ნავს ის.

"მშო­ბელ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს შვი­ლის­თვის და იცით რა, ეს მე რომ და­მე­მარ­თა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თო, რომ ჩემ­მა შვილ­მაც იგი­ვე არ გა­და­ი­ტა­ნოს", - ამ­ბობს ჰარი.

პრინცმა ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა - "აქ ცხოვ­რე­ბი­სას თავს სხვაგ­ვა­რად ვგრძნობ. აქ შე­გიძ­ლია ისე­ირ­ნო და ცოტა უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იგ­რძნო. არ­ჩის ვე­ლო­სი­პედ­ზე უკან შე­მო­ვის­ვამ ხოლ­მე და ასე ვსე­ირ­ნობთ...ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არას­დროს მქო­ნია."

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პრინ­ცი ჰარი და მისი ცოლი, მე­გან მარ­კლი უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან წა­ვიდ­ნენ. ისი­ნი აშშ-ში ცხოვ­რო­ბენ. სა­მე­ფო ოჯახ­ზე და სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე უა­რის თქმის გამო, ჰა­რის ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მა­მას­თან და ძმას­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­გან­მა და ჰა­რიმ ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს. მათ შო­რის ისიც აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­მე­ფო ოჯახ­ში რა­სის­ტი წევ­რე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც დარ­დობ­დნენ იმა­ზე, თუ რა ფე­რის კანი ექ­ნე­ბო­და ჰა­რი­სა და მე­გა­ნის შვილს.

წყვი­ლი ბი­ჭუ­ნას - არ­ჩის ზრდის და მე­ო­რე შვი­ლის, გო­გო­ნას მო­ლო­დინ­ში არი­ან.

myquiz