"მინდა ადამიანებს დავანახო, რომ მხოლოდ თბილისში არ ჩქეფს სიცოცხლე" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის დიდი მეურნეობა, რომელსაც მეუღლესთან ერთად უძღვება | Allnews.Ge

"მინდა ადამიანებს დავანახო, რომ მხოლოდ თბილისში არ ჩქეფს სიცოცხლე" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის დიდი მეურნეობა, რომელსაც მეუღლესთან ერთად უძღვება

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია წყალ­ტუ­ბო­ში დიდი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის კარ-მი­და­მო­ში, მისი შვი­ლიშ­ვი­ლი, უმ­ცრო­სი ოტია იო­სე­ლი­ა­ნი დამ­კვიდ­რდა. ოტი­ამ და მის­მა მე­უღ­ლემ, ნუცა ცის­კა­რიშ­ვილ­მა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყვეს ხელი და ახლა სახლ-მუ­ზე­უმ­ში მი­სულ სტუმ­რებს ტრა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით მი­ღე­ბუ­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბით უმას­პინ­ძლდე­ბი­ან. უფრო დე­ტა­ლუ­რად, თუ რას საქ­მი­ა­ნობს წყვი­ლი, ამის შე­სა­ხებ ნუცა მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- რო­დის გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი თქვენ და ოტი­ამ?

- ოტია გა­ვი­ცა­ნი 2018 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე. წყალ­ტუ­ბო­ში ჩა­ვა­ტა­რეთ ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც ვი­ყა­ვი. მე­ო­რე დღეს წა­მო­ვე­დით ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, სა­დაც უფრო ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. თურ­მე მა­შინ­ვე იფიქ­რა, რომ მე ვი­ყა­ვი ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. შემ­დეგ და­მი­ახ­ლოვ­და. ძა­ლი­ან მალე, და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვე­ში მთხო­ვა ხელი და ვი­ქორ­წი­ნეთ.

ca427e10f2aebdc65129124147bb9bcd-63904-1621075577.jpg

შე­უღ­ლე­ბის შემ­დეგ და­სახ­ლდით წყალ­ტუ­ბო­ში, თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გა­დახ­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად?

როცა და­ვო­ჯახ­დით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი. ამი­ტომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თბი­ლის­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბა. შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­ში ჩემი სამ­სა­ხუ­რე­ბის ამ­ბე­ბი და­ვა­ლა­გე ისე, რომ შე­მეძ­ლო დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 თვე­ში გა­და­ვე­დი წყალ­ტუ­ბო­ში სა­ცხოვ­რე­ბად.სა­ნამ პან­დე­მია და­ი­წყე­ბო­და, ის ზა­ფხუ­ლი ოტი­ას­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. ასე­ვე, რო­გორც იცით, ხრი­დო­ლი არის ქარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა. ამ სფე­რო­ში დღემ­დე აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი, ოღონდ ახლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­კი­თხებს ვაგ­ვა­რებ.

otiaioseliani-67943-1621075646.jpg

- ფე­ის­ბუქ­ზე გაქვთ ბლო­გი. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ხართ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ხში­რად გაქვთ პირ­და­პი­რი ჩარ­თვე­ბი. რო­გორ ახერ­ხებთ, რომ ასე­თი დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვათ მა­ინც გრჩე­ბათ ამის­თვის დრო?

- დღე­ვან­დელ ცხვრე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლია მე­ნე­ჯმენ­ტი. თუმ­ცა, თუ ყვე­ლა­ფერს სწო­რად გა­ვა­ნა­წი­ლებთ და დროს ნა­ყო­ფი­ე­რად, ხა­რის­ხი­ა­ნად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ყვე­ლა­ფერს მო­ვას­წრებთ. ჩემ­თვის სირ­თუ­ლე არის ის, რომ ვა­კე­თებ საქ­მეს და პა­რა­ლე­ლუ­რად ეს უნდა გა­და­ვი­ღო, რაც ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში ვერ მო­დის. ვი­დე­ოს მონ­ტაჟს ვერ ვა­ხერ­ხებ, ამი­ტომ ვრთავ პირ­და­პირ ეთერს. ჩემი მე­უღ­ლე და მა­მამ­თი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან ამ ვი­დე­ო­ე­ბის. თუმ­ცა, მინ­და ადა­მი­ა­ნებს და­ვა­ნა­ხო, რომ მხო­ლოდ თბი­ლის­ში და დიდ ქა­ლა­ქებ­ში არ ჩქეფს სი­ცო­ცხლე. მინ­და მიხ­ვდნენ, რომ სო­ფელ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნო ეს პე­რი­ო­დი. ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დის დრო და ფუ­ჭად არ უნდა დავ­კარ­გოთ.

185768023-313568423475965-8119526906327036399-n-1621075702.jpg

- გარ­და იმი­სა, რომ მეღ­ვი­ნე­ო­ბის ტრა­დი­ცია გა­აგ­რძე­ლეთ, სხვას რას საქ­მი­ა­ნობთ?

- და­ვი­წყეთ მე­ფუტკრე­ო­ბა. ამ ეტაპ­ზე ბევ­რი სკა არ გვაქვს, მაგ­რამ მთა­ვა­რია და­ვი­წყეთ და ვეც­ნო­ბით ამ კულ­ტუ­რას. გარ­და ამი­სა, ვა­წარ­მო­ებთ სახ­ლში მო­ხარ­შულ ლუდს, რო­მელ­საც ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს და მო­მა­ვალ­ში გა­ფარ­თო­ე­ბა­საც ვგეგ­მავთ. შე­საძ­ლოა იმა­ზე ძვე­ლიც იყოს ლუ­დის ხარ­შვის ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიდ­რე ღვი­ნის ტრა­დი­ცია. მთა­ში დღემ­დე ხარ­შა­ვენ ლუდს ხა­ტო­ბებ­ზე. ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია ქარ­თუ­ლი ნედ­ლე­უ­ლით ლუ­დის ხარ­შვა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ათწლე­უ­ლია გაქ­რა სა­ლუ­დე ჯი­შის ქერი და მხო­ლოდ სა­ფუ­რა­ჟეა დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ლუ­დის ხარ­შვის­თვის არ გა­მოდ­გე­ბა. ლუ­დის მო­სა­ხარ­შად სამი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი ალაო, ქერი და სა­ფუ­ა­რი თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვა­წარ­მო­ოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ ქერი დაბ­რუნ­დეს ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში და მო­ი­ხარ­შოს ქარ­თუ­ლი ლუდი, ძვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით, ჩვენ­თან მოყ­ვა­ნი­ლი ქე­რით და დამ­ზა­დე­ბუ­ლი ალა­ო­თი...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

myquiz