რა პროექტები განხორციელდა თბილისში გამწვანების კუთხით | Allnews.Ge

რა პროექტები განხორციელდა თბილისში გამწვანების კუთხით

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე, თბილისში გამწვანების კუთხით, განხორციელებულ პროექტებზე წერს.

მისი ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო.

  • დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
  • ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
  • დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი.
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პარკსა და სკვერს.

განხორციელდა მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული კვლევა და შემდეგ წამლობა სხვადასხვა მისამართზე, 129 897 ძირ მწვანე ნარგავზე.

კონკრეტულად:

  • განახლდა ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკი, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია.
  • ტერიტორიაზე, ჯამში, 6 088 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.ვარკეთილის დასახლებაში, დ. ალექსიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო.
  • შედეგად, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 879 ძირი ხე და 2 423 ბალახოვანი მცენარე დაირგო.
  • ასევე, დაითესა 6 200 კვ.მ ტერიტორიაზე ბალახი.
  • რეაბილიტირდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია.
  • დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი ჰიდროთესვის პრინციპით.განახლდა მოსკოვის გამზირზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლი, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყო.
  • ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 9 063 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
  • ევროპის ქუჩაზე არსებულ ორკილომეტრიან შუა ზოლში 746 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. განაგრძეთ კითხვა
myquiz