ერთად #ფარეშასთვის- "გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგის, ყველასთვის მოულოდნელად, ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა" | Allnews.Ge

ერთად #ფარეშასთვის- "გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგის, ყველასთვის მოულოდნელად, ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა"

6 მა­ისს კლი­ნი­კა­ში საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ გეგ­მი­ურ კვლე­ვებ­ზე მი­სულ გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ლე­ი­კე­მი­ის მწვა­ვე ფორ­მა და­უდ­გინ­და. ის ამ­ჟა­მად თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლი - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პლატ­ფორ­მის, "სექ­ტო­რი 3"-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გამ­გე­ო­ბის წევ­რია.

ქე­თე­ვან ჩა­ჩა­ვა, გი­ორ­გის მე­გო­ბა­რი, ასე­ვე "სექ­ტო­რი 3"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რე, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი:

- გი­ორ­გი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ცენ­ტრის გამ­გე­ო­ბის წევ­რი და თა­ნამ­შრო­მე­ლია. სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში დიდი ხა­ნია მოღ­ვა­წე­ობს და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლას გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, გვერ­დში მდგო­მი რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რე­გი­ო­ნებ­ში, რად­გან იქაც წლე­ბია საქ­მი­ა­ნობს.

186245794-140445078127234-995628235193051279-n-59802-1620910910.jpg

- ასე­თი აქ­ტი­უ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის ამ პრობ­ლე­მას რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბა თუ ჰქონ­და?

- ხომ ვამ­ბობ, ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, უყ­ვარს მე­გო­რე­ბი, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო აქვს შე­მოვ­ლი­ლი. წინა დღე­ებ­ში ცოტა სი­სუს­ტე იგ­რძნო, ამი­ტომ კლი­ნი­კა­ში გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე მი­ვი­და, რომ ანა­ლი­ზე­ბით გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. ანა­ლი­ზე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­მოწ­მეს. ლე­ი­კე­მი­ის აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მა ბი­ოფ­სი­ი­თაც და­დას­ტურ­და. სას­წრა­ფოდ, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც იქა­ურ­მა ექი­მებ­მა იგი­ვე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი 6 მა­ისს და­ი­წყო და ყო­ველ­დღი­უ­რად პროგ­რე­სი­რებს.

მე­გობ­რებ­მა გი­ორ­გის მხარ­და­სა­ჭე­რი კამ­პა­ნი­აც და­ვი­წყეთ. მთა­ვა­რია, რომ გი­ორ­გი თა­ვის წილს ამ ბრძო­ლა­ში გა­ი­ღებს, აუ­ცი­ლებ­ლად იბ­რძო­ლებს. გვჯე­რა მისი - ნამ­დვი­ლად შე­მარ­თე­ბით არის. ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. ჩვენ კი ვცდი­ლობთ, წვი­ლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ამ საქ­მე­ში. გვჯე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მის. ადა­მი­ა­ნე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან იმა­ში, რომ ვიხ­სნათ გი­ორ­გის სი­ცო­ცხლე! კი, ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ!

- თურ­ქეთ­ში უკვე უტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი?

- დღეს იწყებს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის პირ­ველ ეტაპს... ხომ ვამ­ბობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის და ვინც მას იც­ნობს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შოკი იყო. ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და და ვი­ნა­ი­დან რე­კო­მენ­და­ცი­აა, მა­ნამ­დე გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ვი­ტა­როთ, ამი­ტო­მაც მი­ვი­და კლი­ნი­კა­ში, გარ­და იმი­სა, რომ, რო­გორც გი­თხა­რით, მა­ნამ­დე ცოტა სი­სუს­ტე იგ­რძნო... ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს პრო­ცე­სი მის ორ­გა­ნიზ­მში და­ახ­ლო­ე­ბით, 2-3 თვის და­წყე­ბუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი ვი­ცით რის­გან, რა­ტომ ან რო­გორ გა­ნუ­ვით­და. არა­და, ყუ­რად­რე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია?

- არა, თა­ვი­სი ოჯა­ხი არ ჰყავს. მშობ­ლე­ბი თე­ლავ­ში ცხოვ­რო­ბენ, თვი­თონ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში იყო... ჩვენ ერ­თმა­ნე­თი 2004 წელს სტუ­დენ­ტურ მოძ­რა­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას გა­ვი­ცა­ნით. მას მერე არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ახ­ლაც უნდა იყო­ჩა­ღოს. უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ!

ვის­თვი­საც გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლი უც­ნო­ბია, გე­ტყვით, რომ ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ერთ სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი. იყო ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. საქ­მი­ა­ნობ­და რამ­დე­ნი­მე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­სა და კო­ლე­ჯში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, უძღვე­ბო­და სა­ლექ­ციო კურსს სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თალ­ში, რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­მარ­თალ­ში. არა­ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­პატ­რი­არ­ქოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფს. იყო ასე­ვე გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ცენ­ტრის (CDD) გამ­გე­ო­ბის წევ­რი. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­წყო­ბის სა­კი­თხებ­ზე. ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ე­ნი­ჭა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი, ამ­ჟა­მად არის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის (GIPA) დოქ­ტო­რან­ტი სო­ცი­ა­ლურ მე­ცი­ე­რე­ბებ­ში. 2017-დან 2018 წლამ­დე ფო­თის მე­რის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­საც იკა­ვებ­და. ფოთ­თან მისი კავ­ში­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, 2019 წელს და­არ­სა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნიკო ნი­კო­ლა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ და აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გა ნი­კო­ლა­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ას სხვა­დას­ხა აქ­ტი­ვო­ბე­ბით. არის წიგ­ნის "ფა­ზი­სი­დან ფო­თამ­დე“ რე­დაქ­ტო­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი.

გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას 100.000$ სჭირ­დე­ბა. მე­გობ­რებ­მა გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლის თა­ნად­გო­მის კამ­პა­ნია "ერ­თად და­ვა­მარ­ცხოთ ლე­ი­კე­მია #ფა­რე­შას­თვის“ უკვე და­ი­წყეს. შე­მო­უ­ერ­თდი შენც! გი­ორ­გიმ ლე­ი­კე­მია ჩვენ­თან ერ­თად უნდა და­ა­მარ­ცხოს!!!

ან­გა­რი­შის ნომ­რე­ბი:

მიმ­ღე­ბი ბან­კი "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" ბან­კის კოდი: BAGAGE22 მიმ­ღე­ბის სა­ხე­ლი: ქე­თე­ვან ჩა­ჩა­ვა, მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: #GE23BG0000000128547900

მიმ­ღე­ბი ბან­კი ს.ს “თი­ბი­სი ბან­კი” ბან­კის კოდი: TBCBGE22 მიმ­ღე­ბის სა­ხე­ლი: ქე­თე­ვან ჩა­ჩა­ვა, მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: #GE49TB7639136011600001

myquiz