13 მაისიდან ტრანსპორტის მოძრაობა და სწავლა აღდგება | Allnews.Ge

13 მაისიდან ტრანსპორტის მოძრაობა და სწავლა აღდგება

13 მა­ი­სი­დან მუ­შა­ო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნა­ახ­ლე­ბენ სას­წავ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე ნე­ბა­დარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, დღეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

საბ­ჭომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის გზე­ბი. ამ მიზ­ნით, გა­იზ­რდე­ბა ამცრე­ლი კა­ბი­ნე­ტე­ბი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამცრე­ლი ბრი­გა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ელექტრო­ნუ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ, მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი - 15 22, რო­მე­ლიც მსურ­ვე­ლებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ტე­ლე­ფო­ნით და­რე­გის­ტრირ­დნენ. აღ­ნიშ­ნულ ცხელ ხაზ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებს ასე­ვე გა­და­ა­მი­სა­მარ­თე­ბენ - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი - 112 და ერ­თი­ა­ნი სამ­თავ­რო­ბო ცხე­ლი ხაზი - 144.

ამ ეტაპ­ზე, ძა­ლა­ში რჩე­ბა ღა­მის სა­ა­თებ­ში 21:00-05:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა. საბ­ჭო მუდ­მივ რე­ჟიმ­ში აკ­ვირ­დე­ბა არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებს და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე და და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, რათა თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყოთ ხელი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას და ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დაბ­რუ­ნე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 324 256 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 303 679 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 4 336 ადა­მი­ა­ნი.

ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 65 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში - 775 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 4296 პირი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

myquiz