კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერია 24 ათასამდე ლარს დახარჯავს | Allnews.Ge

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერია 24 ათასამდე ლარს დახარჯავს

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერია 24 ათასამდე ლარს დახარჯავს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

კერძოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - კუს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ქანდაკება) განთავსების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, წინადადებების მიღება 23 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 23 992 ლარია.

kustbaa1-1620453603-1620460108.jpg

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი. განაგრძეთ კითხვა

myquiz