მარტოსული და გამოკეტილი - რა პრობლემები აქვს მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ვაჟს | Allnews.Ge

მარტოსული და გამოკეტილი - რა პრობლემები აქვს მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ვაჟს

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის პირველი შვილი, არჩი თითქმის წლინახევრისაა, თუმცა უკვე 6 თვეა, რაც არავისთან ურთიერთობს, გარდა მშობლებისა.

მარკლის ნაცნობები ამბობენ, რომ დედა ძალიან ღელავს იმის გამო, რომ ბავშვი სოციალურ იზოლაციაში იზრდება. ამის მიზეზი მხოლოდ კარანტინი არ არის. თავად მეგან მარკლსა და პრინც ჰარის მას შემდეგ, რაც ჰოლივუდში გადავიდნენ, მეგობრები, ფაქტობრივად, არ ჰყავთ. მარტო ცხოვრობენ და სახლიდან მხოლოდ სურსათის საყიდლად და ძაღლის გასასეირნებლად გადიან.

არჩის თანატოლებთან ურთიერთობა და ახალი უნარების განვითარება სჭირდება. მარკლიც ფიქრობს, რომ ამისათვის საჭიროა გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

"შეგვეძლო, სპეციალურ ჯგუფში დედათა და შვილთა ჯგუფში გავწევრიანებულიყავით, თუმცა მე ჩემი ცნობილი პერსონის გამო ვიცი, რომ შემოჭილი ვიქნები და უხერხულად ვიგრძნობ თავს" - თქვა მეგანმა ერთ-ერთ გამოცემასთან.

მისი მეგობარიც აღნიშნავს, რომ მარკლს ლოს-ანჟელესში სპეციალურ ჯგუფში სურდა გაწევრება, თუმცა თავი არა კოვიდ-19-ის, არამედ იმის გამო შეიკავა, რომ უამრავი ადამიანი იცნობს.

ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებსაც ჰყავთ შვილები და ბავშვების სოციალიზაციის საკითხს მარტივად უმკლავდებიან. მათ მსგავსი პრობლემა არ აქვთ. თუ მარკლმა პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა, მოუწევს, კიდევ რამდენიმე ბავშვი გააჩინოს, რომ ერთმანეთთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ან კიდევ ღრუბლებიდან უნდა ჩამოვიდეს და საკუთარი ამბიციები გვერდზე გადადოს.