ვინ არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩევლად დანიშნა და რა აკავშირებს საქართველოსთან | Allnews.Ge

ვინ არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩევლად დანიშნა და რა აკავშირებს საქართველოსთან

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი, ვა­ზილ ჰუ­და­კი წა­რად­გი­ნა და რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ჰუ­და­კის ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სტრა­ტე­გი­ის­თვის უცხო­უ­რი სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რე­ბი­დან მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

ვა­ზილ ჰუ­დაკს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის ყო­ფილ ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში, 1964 წელს და­ი­ბა­და. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სწავ­ლობ­და პრა­ღა­ში, ჩე­ხე­თის ჩარლ­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და გარ­და ამი­სა, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნეს-სკო­ლა.

vazil-hudak-44958-1620380640.jpg

რო­გორც ვა­ზილ ჰუ­და­კის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ირ­კვე­ვა, მუ­შა­ობ­და ევ­რო­პუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე პრე­ზი­დენ­ტად, ასე­ვე JPMorgan-ის ბან­კში. გარ­და ამი­სა, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სლო­ვა­კე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად, ასე­ვე სლო­ვა­კე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად.ვა­ზილ ჰუ­და­კი, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი, ხში­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე დის­კუ­სი­ებ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მის სა­მო­მავ­ლო მუ­შა­ო­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია - უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი, აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და და ჰუ­და­კი ამ პოსტზე პირ­ვე­ლია.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჰუ­და­კი სა­ქარ­თვე­ლოს "დიდი მე­გო­ბა­რია.""მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნის გეგ­მა­ზე ვმუ­შა­ობთ. ამ გეგ­მა­ში, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­მავ­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ექ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი როლი. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ი­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ ეკო­ნო­მი­კის სწა­ფი აღ­დგე­ნა მოხ­დე­ბა, მეტი და­საქ­მე­ბა, მეტი შე­მო­სა­ვა­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ ბა­ტო­ნი ვა­ზილ ჰუ­და­კი, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მო­ქა­ლა­ქე, დიდი მე­გო­ბა­რი.

ის მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად, სლო­ვა­კე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად, მა­ნამ­დე მუ­შა­ობ­და კერ­ძო ბან­კებ­ში“, - ამ­ბობს პრე­მი­ე­რი.

vaz1-44985-1620380701.jpg

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ჰუ­და­კი სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გად იც­ნობს, რად­გა­ნაც სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად სტუმ­რობ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას.

"ის ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს, როცა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე - პრე­ზი­დენ­ტი იყო, ხში­რად სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს, იც­ნობს ჩვენს გუნდს, ჩვენს ეკო­ნო­მი­კურ გუნდს. ის გუ­შინ წა­რად­გი­ნეს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად. ბა­ტონ­მა ვა­ზილ­მა უკვე გა­მარ­თა შეხ­ვედ­რე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ფი­ლის მი­ნის­ტრებ­თან.

მისი ამო­ცა­ნაა ჩვე­ნი ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სტრა­ტე­გის­თვის უცხო­უ­რი სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რე­ბი­დან მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა. იგი აქ­ცენტს გა­ა­კე­თებს სტრა­ტე­გი­ულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებ­ზე. მას ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­თან, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან, მსოფ­ლიო ბანკთან, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბანკთან და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან.

vazil4-44562-1620380723.jpg

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სტრა­ტე­გი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბის სფე­რო­ში ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კას ჩვენ ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ, ეს პო­ლი­ტი­კაც სწო­რედ ბა­ტო­ნი ვა­ზი­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი რჩე­ვე­ბი­თა და ხედ­ვე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მინ­და მას დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ვა­ზილ ჰუ­და­კის "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­სულ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ არა­ერთ ფო­ტოს ნა­ხავთ. მათ შო­რის, ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ის თბი­ლი­სის მერ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი.