ძვირი და იაფი უბნები თბილისში - სად რა ღირს უძრავი ქონების გაქირავება | Allnews.Ge

ძვირი და იაფი უბნები თბილისში - სად რა ღირს უძრავი ქონების გაქირავება

2020 წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა გასაქირავებელი ფასების ინდექსი. ამის შესახებ ISET მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, გასაქირავებელი ფასების ინდექსი წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა. ლოქდაუნების დროს კი ყველაზე დიდი კლება გვქონდა. კერძოდ: 5.9% – აპრილ-მაისში და 7% – აგვისტო-ნოემბერში.

კვლევაში ასევე მოცემულია, თუ როგორი იყო უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი უბნების მიხედვით, 2020 წელს. როგორც კვლევიდან ირკვევა, თბილისში გაქირავების საშუალო ფასი ზოგადად 1კვ.მ-ზე - 6.5 დოლარი იყო. აქედან, ყველაზე ძვირი - 9 დოლარი იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი - 2.8 დოლარი ორხევში. გასული წლის მონაცემებით, უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე, უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • ავჭალა - 3.4 დოლარი;
  • გლდანის მასივი - 4.4 დოლარი;
  • მუხიანი - 4.6 დოლარი;
  • დიდუბე - 5 დოლარი;
  • დიღმის მასივი - 5 დოლარი;
  • ვაკე-ბაგები - 7.1 დოლარი;
  • ვაჟა-ფშაველა - 5.5 დოლარი;
  • ნუცუბიძე - 5.7 დოლარი;
  • წყნეთი - 8.4 დოლარი;
  • ვაზისუბანი - 4.3 დოლარი;
  • ზედა ავლაბარი/მეტრომშენი - 6.2 დოლარი;
  • ნავთლუღი - 5.5 დოლარი;
  • ორთაჭალა - 6.9 დოლარი;
  • ფონიჭალა - 4.3 დოლარი;
  • ვერა - 7.3 დოლარი;
  • კიკეთი/კოჯორი - 7.8 დოლარი;
  • მთაწმინდა/სოლოლაკი - 9 დოლარი;
  • წავკისი/შინდისი/ტაბახმელა - 8.7 დოლარი;
  • თემქა - 3.8 დოლარი;
  • ნაძალდევი - 4.9 დოლარი;
  • სანზონა - 4.5 დოლარი წაიკითხეთ სხვა უბნების შესახებ