"მეიტანეთ ღვინო და ღობესთან მუალ მე" - წარწერები გურიაში სასაფლაოზე და ფოტოები, რომლებიც ინტერნეტჰიტად იქცა | Allnews.Ge

"მეიტანეთ ღვინო და ღობესთან მუალ მე" - წარწერები გურიაში სასაფლაოზე და ფოტოები, რომლებიც ინტერნეტჰიტად იქცა

წელ­საც, შარ­შან­დე­ლის მსგავ­სად, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე საფ­ლა­ვებ­ზე მის­ვლა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო აკ­რძა­ლუ­ლია. აღ­ნიშ­ნულს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­რღვევ პირს და­ე­კის­რე­ბა ჯა­რი­მა - 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. შე­ზღუდ­ვა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 4 მა­ი­სის ჩათ­ვლით იმოქ­მე­დებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და და­ე­მორ­ჩი­ლონ არ­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ყვე­ლა პირი ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბი”,- აღ­ნიშ­ნა­ვენ შსს-ში.

აღ­ნიშ­ნულ აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­რი­ის ერთ-ერთ სა­საფ­ლა­ო­ზე, საფ­ლა­ვებ­ზე ბა­ნე­რე­ბი გა­მო­ფი­ნეს სხვა­დას­ხვა წარ­წე­რე­ბით. ბა­ნე­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი კი დღეს "ფე­ის­ბუქ­ში" ჰი­ტად იქცა. ფო­ტო­ებს და­ვით შა­ნი­ძე აქ­ვეყ­ნებს:

saflavi1-55252-1620118927.jpg

saflavi2-55253-1620119006.jpg

saglavi3-55253-1620118974.jpg