ირინკა კავსაძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბაბუას და ლეგენდარული მსახიობის აქამდე უცნობი ფოტოები
ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, კახი კავსაძე, რომელიც 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, პირველ მაისს, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.
ლეგენდარულ მსახიობს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება შვილიშვილი, ირინკა კავსაძე და ფოტოებთან ერთად, "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს:
"ჩემო საუკეთესო მეგობარო. ბაბუ. მადლობა შენ ყველაფრისთვის. დანარჩენი ჩვენში დარჩეს. შენ ისედაც ძალიან კარგად იცი ჩემს გულში რაც ხდება. ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის. მიყვარხარ უსაზღვროდ. კიდევ შევხვდებით აუცილებად", - წერს ირინკა კავსაძე.
ეს კი ფოტოები, რომლებსაც ირინკა საზოგადეობას სოციალური ქსელით უზიარებს:
საზოგადოებას ირინკა კავსაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" ახსოვს. კახი კავსაძე კი მის საგულშემატკივროდ ხშირად მიდიოდა სტუდიაში და დარბაზიდან ადევნებდა თვალს შვილიშვილის გამოსვლას.
ცნობისთვის,კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა, ვირუსი დაამარცხა, თუმცა მოგვიანებით, იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოათავსეს და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.