დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება | Allnews.Ge

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შეზღუდვა ძალაშია 12 მაისის ჩათვლით. გაჩერდება როგორც ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ასევე თბილისში ფუნქციონირებას შეწყვეტს მეტროპოლიტენი და საბაგირო.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.