სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2021) | Allnews.Ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2021)

სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­სა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II - ისა

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ყო­ველ­ნო წევ­რნო, მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მა­მუ­ლე­ნო,

ქრის­ტე აღ­დგა!

"არა ყვე­ლა, ვინც მე­ტყვის მე: უფა­ლო, უფა­ლო ! –

შევა ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში, არა­მედ ის, ვინც აღას­რუ­ლებს ჩემი ზე­ცი­ე­რი მა­მის ნე­ბას“ (მთ, 7,21).

კვლავ დად­გა ჟამი დი­დე­ბუ­ლი, - აღ­დგა უფა­ლი ძა­ლი­თა ძლი­ე­რი, რო­მელ­მაც სრუ­ლად შეც­ვა­ლა სამ­ყა­რო და გა­ნა­ცხო­ვე­ლა იგი. მთელს დე­და­მი­წა­ზე ხა­რობს ეკ­ლე­სია და მისი შვილ­ნი, რად­გან ამი­ე­რი­დან „სა­მო­თხე გან­ღე­ბულ არს და სი­კუ­დი­ლი­სა ბჭე დახ­შულ არს. პირ­ველ­ქმნი­ლი ადა­მი კუ­ა­ლად გა­ნახ­ლე­ბულ არს და სა­მო­სე­ლი უკუ­და­ვე­ბი­სა შე­მო­სილ არს“ (იად­გა­რი). დღეს ერ­თად შერ­ცხვნენ ეშ­მა­კი და სიკ­ვდი­ლი, გა­ცო­ცხლდნენ წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ნი და ელ­ხი­ნათ მარ­თლებს ... „მაშ, გლო­ვის სა­მო­სე­ლი გა­ნი­ძარ­ცვე და სი­ხა­რუ­ლის სამ­კა­უ­ლით მო­ირ­თე, წმინ­და ქა­ლა­ქო" (წმ. მე­ლე­ტი ან­ტი­ო­ქი­ე­ლი).

ქრის­ტე აღ­დგა!

გი­ხა­რო­დეს ქალ­წუ­ლო, რა­მე­თუ შენ­გან და შენ მიერ იშ­ვე­ბენ ყო­ველ­ნი კი­დე­ნი ქუ­ე­ყა­ნი­სა­ნი.

გი­ხა­რო­დენ, ერნო, ჭა­ბუკ­ნო და ასულ­ნო, მო­ხუ­ცე­ბულ­ნო ყრმა­თა თანა, რა­მე­თუ მი­ზა­ნი ბო­რო­ტი­სა გან­ქარ­ვე­ბუ­ლია და მა­ხე­ნი ეშ­მა­კი­სა - გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი.

გი­ხა­რო­დეს, შენც, მი­წავ და ზე­ცავ, მთაო და ზღვაო, და ყო­ველ­ნო მყოფ­ნო მათ შინა; შე­მო­დის დღე - სას­წა­უ­ლი, დღე - მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი, დღე - გა­დამ­რჩე­ნე­ლი! ამი­ტო­მაც ვხმობთ: გუ­შინ თანა-ჯვარსვეც­მო­დი ქრის­ტეს­თან, დღეს თანა-ვი­დი­დე­ბი; გუ­შინ თანა-მოვ­კვდე­ბო­დი, დღეს თანა-ცხო­ველ­ვიქ­მნე­ბი; გუ­შინ თანა-და­ვეფვ­ლო­დი, დღეს თანა-აღვდგე­ბი (წმ. გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლი).

აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი გვა­ზი­ა­რებს მის მიერ სიკ­ვდი­ლის ძლე­ვის უდი­დეს სი­ხა­რულ­თან, რაც ჩვენს პი­რად უკ­ვდა­ვე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან „თუ სიკ­ვდი­ლის მსგავ­სე­ბით თა­ნა­შეზ­რდილ­ნი ვართ მას­თან, აღ­დგო­მი­თაც მას ვემ­სგავ­სე­ბით“ და რო­გორც ქრის­ტე აღ­დგა მკვდრე­თით, ასე­ვე ჩვენც იმ­სოფ­ლად გა­ნახ­ლე­ბულ სი­ცო­ცხლე­ში ვივ­ლით" (რომ. 6,5-4)

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა კი დე­და­მი­წა­ზე­ვე უნდა და­ვი­წყოთ, რომ „სი­ცო­ცხლის სუ­ლის რჯულ­მა ქრის­ტე იე­სო­ში ცოდ­ვი­სა და სიკ­ვდი­ლის რჯუ­ლის­გან გან­გვა­თა­ვი­სუფ­ლოს“ (რომ. 8,2).

სიკ­ვდი­ლი არის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი კა­რიბ­ჭე, რომ­ლის შე­ღე­ბის­თა­ნა­ვე სუ­ლის­თვის იწყე­ბა მა­რა­დუ­ლი ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა მა­ინც არას­რუ­ლი; შემ­დეგ კი მო­ა­წევს ჟამი, როცა მიც­ვა­ლე­ბულ­ნი შე­ი­მო­სა­ვენ გა­ნახ­ლე­ბულ სხე­ულს და „კე­თი­ლის­მოქ­მედ­ნი გა­მოვ­ლენ სი­ცო­ცხლის აღ­დგო­მის­თვის, ხოლო ბო­რო­ტის­მოქ­მედ­ნი, - გან­კი­თხვის აღ­დგო­მი­სათ­ვის“ (ინ. 5,28-29).

თუ ქრის­ტემ­დე სიკ­ვდი­ლი მო­ი­წე­ო­და ყვე­ლა­ზე, - მორ­წმუ­ნე­ზეც და ურ­წმუ­ნო­ზეც, იუ­დე­ველ­ზეც და წარ­მარ­თზეც, ასე­ვე მთელ სამ­ყა­რო­ზე, -მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ აღარ იარ­სე­ბებს არც სიკ­ვდი­ლი და არც ხრწნი­ლე­ბა და უფა­ლი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს აღად­გენს პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით მი­ა­გებს ყვე­ლას მა­რა­დი­ულ ად­გილ-სამ­ყო­ფელს.

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ხვედ­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ან სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მი­სას, რო­დე­საც მა­ცხო­ვა­რი კე­თილ­სა და ბო­როტს მა­რა­დი­უ­ლად გა­ნა­ცალ­კე­ვებს და გა­მიჯ­ნავს?

* * * * *

ღმერ­თმა თა­ვი­სი მე­ფო­ბა სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნილ მთელ კოს­მოს­ზე გა­ნავ­რცო და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მთე­ლი ამ სამ­ყა­როს მომ­ცვე­ლია, გან­მგებ­ლად და­ად­გი­ნა, რათა მისი სა­მე­ფოს­თვის ღირ­სე­უ­ლად ეწი­ნამ­ძღვრა და ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც თა­ვი­სი ნა­წი­ლი, უფ­ლის მსგავ­სად, სიყ­ვა­რუ­ლით ემარ­თა.

ბიბ­ლია გვას­წავ­ლის, რომ ჩვენ­მა პირ­ველმშობ­ლებ­მა და მათ­მა შთა­მო­მავ­ლებ­მა, საღვთო დი­დე­ბი­დან და­ცე­მის შემ­დეგ, მრა­ვა­ლი პირ­ვან­დე­ლი თვი­სე­ბა და­კარ­გეს და დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მად­ლის­გან გა­ღა­რი­ბე­ბულ გა­რე­მო­ში მო­უხ­დათ;

მი­უ­ხედ­ვად იმი­სა, რომ ბო­რო­ტი ძა­ლის­გან მო­წევ­ნულ ასეთ დიდ დაბ­რკო­ლე­ბას მე­ტად მძი­მე შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა, ადა­მი­ან­ში, დარ­ჩა ხა­ტე­ბა ღვთის და სა­მო­თხი­სე­უ­ლი ისე­თი სათ­ნო­ე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სიყ­ვა­რუ­ლი, რწმე­ნა, ერ­თგუ­ლე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, მე­გობ­რო­ბა, სი­კე­თე, წეს­რი­გი, იერ­არ­ქია; ეს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი სრუ­ლი­ად არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რია, ამას­თან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ყვე­ლას­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

აღ­ნიშ­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და მათ ემ­ყა­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მი­წი­ე­რი მე­ფო­ბაც და მისი გა­მოვ­ლი­ნე­ბაც ამა თუ იმ სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხით (თუნ­დაც მკვეთ­რად ათე­ის­ტუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბი­სა), რის გა­მოც იგი ზე­ცი­უ­რი ხელ­მწი­ფე­ბის თა­ვი­სე­ბურ აჩ­რდილს წარ­მო­ად­გენს;

ამი­ტო­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნა­დაც ხელს შე­უ­წყობს სუ­ლი­ე­რე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას მით უფრო გან­მტკიც­დე­ბა ქვე­ყა­ნა. ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ამი­სა არის წმ. და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ხანა.

ქრის­ტეს აღ­დგო­მის შემ­დეგ, ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი ამ­ქვეყ­ნად ხი­ლუ­ლად გან­ცხად­და. იგი სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხით ვლინ­დე­ბა მორ­წმუ­ნე­თა სულ­სა და მათ ცხოვ­რე­ბა­ში; მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად გან­მსჭვა­ლავს ყო­ვე­ლი­ვეს, - ხი­ლულ­საც და უხი­ლავ­საც.

ამ­რი­გად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მა­ვალ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობთ, თუ და­ვი­ცავთ ზე­ცი­უ­რი მე­უ­ფის, მა­ცხოვ­რის, კა­ნო­ნებს, შევ­ძლებთ ამ­ქვეყ­ნად­ვე გავ­ხდეთ ცათა სა­სუ­ფევ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ნი, რათა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, და­ვიმ­კვიდ­როთ იგი და მა­რა­დი­უ­ლად ღვთის დი­დე­ბა­ში დავ­რჩეთ, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ვმკვიდ­რობთ და რა ეროვ­ნე­ბი­სა­ნი ვართ.

რა პი­რო­ბე­ბი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ ამის­თვის?

ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის­გან ითხოვს ერ­თგუ­ლე­ბას, მო­ვა­ლე­ო­ბი­სად­მი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ომის დროს კი თავ­და­დე­ბა­საც;

ბუ­ნებ­რი­ვია, ღვთის სა­უფ­ლოს მკვიდ­რო­ბის მსურ­ველთ მეტი ერ­თგუ­ლე­ბა და თავ­გან­წირ­ვა გვმარ­თებს, რად­გან ჩვენ მუდ­მი­ვი ბრძო­ლის ქარ-ცე­ცხლში გვი­წევს ყოფ­ნა და ომი გვაქვს „არა სის­ხლთა და ხორცთა, არა­მედ... ცის­ქვე­შე­თის უკე­თურ სულ­თა წი­ნა­აღ­მდეგ“ (ეფ. 6.12).

ამას­თან, ღვთის სა­მე­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე მა­რა­დი­სო­ბაა და არა ამ­სოფ­ლი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. უფ­ლის­გან მო­ცე­მუ­ლი მცნე­ბე­ბიც ამ მა­რა­დი­სო­ბის გზამ­კვლე­ვია და გან­სხვავ­დე­ბი­ან მი­წი­ე­რი კა­ნო­ნე­ბის­გან; თუმ­ცა საღვთო მო­შურ­ნე­ო­ბის მქო­ნე ქრის­ტი­ა­ნის­თვი­საც კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­წი­ე­რი ყოფა და, აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე ზრუნ­ვა უცხო არ არის; იგი სუ­ლი­ერ და მი­წი­ერ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის უპი­რა­ტე­სო­ბას, რა თქმა უნდა, პირ­ველს ანი­ჭებს და იცავს პრინ­ციპს: „მი­ე­ცი კე­ი­სარს კე­ის­რი­სა და ღვთი­სა ღმერ­თსა“ (მთ. 22, 15,22), რაც ნიშ­ნავს იმას, რომ კე­ი­სარს (ანუ მი­წი­ერ ხე­ლი­სუ­ფალთ) უნდა მი­ვა­გოთ სა­კად­რი­სი პა­ტი­ვი, მაგ­რამ არა ისე­თი, რო­გო­რიც - ღმერ­თს.

ამას­თან, ღრმად­მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ან­მაც შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვას გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი, ვერ გა­უმკლავ­დეს გა­მოწ­ვე­ვებს, გა­მო­ი­ჩი­ნოს სულ­მოკ­ლე­ო­ბაც ... მაგ­რამ არ უნდა შე­შინ­დეს, რად­გან „არა არს კაცი, რო­მე­ლიც ცხონ­დეს და არა სცო­დოს“, მაგ­რამ მან სი­ნა­ნუ­ლით, აღ­სა­რე­ბი­თა და ზი­ა­რე­ბის მად­ლით უნდა უწამ­ლოს თა­ვის სუ­ლი­ერ ია­რებს და, ღვთის იმე­დით, კვლავ უშიშ­რად გა­ნაგ­რძოს ცხოვ­რე­ბის გზა.

იესო ქრის­ტეს მიერ მო­ცე­მუ­ლი ძი­რი­თა­დი პი­რო­ბა-აღ­თქმა­ნი კი ასე­თია:

„გიყ­ვარ­დეს უფა­ლი, შენი ღმერ­თი, მთე­ლი შენი გუ­ლი­თა და სუ­ლით, მთე­ლი შენი შეძ­ლე­ბით“ (მთ. 22.37-39; მრკ. 12.29-31)

„შე­იყ­ვა­რე მოყ­ვა­სი შენი, ვი­თარ­ცა თავი შენი“ (მრკ. 12,31) და „ რო­გორც მე შე­გიყ­ვა­რეთ თქვენ, ასე­ვე გიყ­ვარ­დეთ თქვენც ერ­თმა­ნე­თი“ (ინ.13,34).

„გიყ­ვარ­დეთ მტერ­ნი თქვენ­ნი“ (მთ.5,44)

„თუ მე გიყ­ვარ­ვართ, ჩემი მცნე­ბე­ბიც და­ი­ცა­ვით, ხოლო თუ ჩემს მცნე­ბებს და­ი­ცავთ, ჩემს სიყ­ვა­რულ­ში იქ­ნე­ბით“ (ინ.14,15)

რა იგუ­ლის­ხმე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რულ­ში?

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­გე­ბით, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ნიშ­ნავს ჩვენს მუდ­მივ ზრუნ­ვას სა­კუ­თარ თავ­ზე, რათა შევ­ძლოთ ცოდ­ვით და­ცე­მუ­ლი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გან­ვიწ­მინ­დოთ, ეგო­იზ­მის, შუ­რის, ღვარ­ძლი­სა და ბო­რო­ტე­ბი­სა­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ და სულ­ში ღვთის ხა­ტე­ბა და მსგავ­სე­ბა აღ­ვიდ­გი­ნოთ და ავა­ღორ­ძი­ნოთ; ამის­თვის კი მთე­ლი არ­სე­ბით უნდა ვიღ­ვა­წოთ, რად­გან ამ­ქვეყ­ნად სწო­რედ ესაა ჩვე­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის აზრი.

სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი, ასე­ვე, ნიშ­ნავს იმას, რომ, უფ­ლის მსგავ­სად, თავ­გან­წი­რუ­ლი, უშურ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით შე­ვიყ­ვა­როთ მოყ­ვა­სი, ვი­ყოთ თა­ნამ­დგომ­ნი, და მისი წარ­მა­ტე­ბით ვხა­რობ­დეთ; გან­საც­დე­ლის ჟამს კი, - ძა­ლი­სა­მებრ ჩვე­ნი­სა და­ვეხ­მა­როთ;

მოყ­ვა­სი ჩვენ­სა­ვით ღვთის ხა­ტად არის შექ­მნი­ლი და, ამ­დე­ნად, ნა­წი­ლია ჩვე­ნიც და უფ­ლი­საც; მის­და­მი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი ღვთი­სად­მი ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ა­ჩენს.

აი, რო­გორ ბრძა­ნებს მა­ცხო­ვა­რი: „რად­გან მში­ო­და და მო­მე­ცით საჭ­მე­ლი, მწყუ­რო­და და მას­ვით მე, უცხო ვი­ყავ და შე­მი­წყნა­რეთ, შიშ­ვე­ლი ვი­ყავ და შემ­მო­სეთ, სნე­უ­ლი ვი­ყავ და მომ­ხე­დეთ, სა­პყრო­ბი­ლე­ში ვი­ყავ და მო­მი­ნა­ხუ­ლეთ, ჭეშ­მა­რი­ტად, გე­უბ­ნე­ბით თქვენ: რი­თაც შე­ე­წი­ეთ ერთს ამ ჩემს მცი­რე ძმა­თა­განს, იმით მე შე­მე­წი­ეთ" (მთ.25, 35-36,40).

ღმერ­თთან და მოყ­ვას­თან ერ­თო­ბის სუ­ლით არის გან­მსჭვა­ლუ­ლი სა­უფ­ლო ლოც­ვაც. ამი­ტო­მაც ვამ­ბობთ: „მა­მაო ჩვე­ნო“ და არა „მა­მაო ჩემო“, ან „მოგ­ვი­ტე­ვე ჩვენ“ და არა „მო­მი­ტე­ვე მე“. და როცა მას წარ­მოვ­თქვამთ, ეს უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩვე­ნი ლოც­ვა ლოც­ვად შე­ი­რა­ცხოს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა შეგვცო­დოს და უსა­მარ­თლოდ გული გვატ­კი­ნოს, მაგ­რამ თუ სა­თა­ნა­დო სი­ნა­ნუ­ლი ექ­ნე­ბა და ამას გა­მო­ხა­ტავს,- უნდა შე­ვუნ­დოთ.

ვი­საც მოყ­ვა­სი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არა აქვს, მტრობს სა­კუ­თარ თავს, რად­გან ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლის ვერ­შემცნო­ბია და ღვთის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი.

რო­გორ უნდა მო­ვექ­ცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს?

ვი­ნა­ი­დან უფალს მზე ამოჰ­ყავს ბო­როტ­თა და კე­თილ­თა ზედა და აწ­ვი­მებს მარ­თალ­თაც და უსა­მარ­თლო­თაც (მთ.5,45), ჩვენ, თუ სა­კუ­თა­რი თავი გვიყ­ვარს და ღვთის­შვი­ლო­ბა გვსურს, მა­ცხოვ­რის მსგავ­სად, უნდა მო­ვექ­ცეთ ჩვენს მო­ძუ­ლეს, ანუ გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ვაჩ­ვე­ნოთ, სი­კე­თე მი­ვა­გოთ, მის­თვის ვი­ლო­ცოთ და ბო­რო­ტე­ბა­ზე ბო­რო­ტე­ბით არ ვუ­პა­სუ­ხოთ; ოღონდ, რო­გორც მოყ­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, უნდა გა­ვე­მიჯ­ნოთ მის ცოდ­ვებ­სა და უს­ჯუ­ლო­ე­ბებს;

ხოლო თუ ეკ­ლე­სი­ი­სა და მოყ­ვა­სის მიერ სი­ნა­ნუ­ლის­კენ მომ­წო­დე­ბე­ლი არა­ერ­თგზი­სი შე­გო­ნე­ბა­ნი არ იქ­ნე­ბა მის­გან შეს­მე­ნი­ლი, უნდა გან­ვე­შო­როთ მას, „რო­გორც მეზ­ვე­რე­სა და წარ­მართს“ (მთ.18,17-18).

ღვთის რჩე­უ­ლი ერი წარ­მართს აღიქ­ვამ­და, რო­გორც ეთ­ნი­კუ­რად სრუ­ლი­ად უცხოს და სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვა­დაც, - შე­უ­წყნა­რე­ბელს; ხოლო მეზ­ვე­რეს (გა­და­სა­ხა­დე­ბის ამ­კრეფს), - სა­კუ­თა­რი ერის სა­ზი­ა­ნოდ წარ­მარ­თთა ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელს.

ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი უსიყ­ვა­რუ­ლო­ბით ღვთის გა­რე­გა­ნი ხდე­ბა.

***

სულ სხვა წე­სებს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან და სხვაგ­ვა­რად აზ­როვ­ნე­ბენ ისი­ნი, რო­მელ­თაც სუ­ლი­ე­რი თვა­ლი დახ­შუ­ლი აქვთ და არც ღვთი­სა სწამთ და არც - მისი აღ­დგო­მი­სა.

მათ შე­სა­ხებ წმინ­და გრი­გოლ ნო­სე­ლი ასე წერს:

თუკი არ არ­სე­ბობს აღ­დგო­მა და სიკ­ვდი­ლით სი­ცო­ცხლე მთავ­რდე­ბა, და­უბ­რკო­ლე­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა კა­ცის მკვლელს; დაე, მე­ძავ­მა კად­ნი­ე­რად ხლარ­თოს ბა­დე­ე­ბი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მომ­ხვე­ჭელ­ნი ფუ­ფუ­ნე­ბას მი­ეც­ნენ სხვა­თა და­ჩაგ­ვრის ხარ­ჯზე... ნუ­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს მა­გი­ნე­ბელ­სა და ბილ­წის მთქმელს; დაე, ფი­ცის დამ­რღვე­ვი მუ­დამ იფი­ცებ­დეს ტყუ­ი­ლად; დაე, იც­რუ­ონ, რამ­დენ­საც ინე­ბე­ბენ, რად­გან არა­ვი­თა­რი სარ­გე­ბე­ლი არ არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან...

და ას­კვნის:

ამ­გვა­რი მსჯე­ლო­ბა სულს ამ­ღვრევს და წარ­ღვნამ­დელ­ზე უა­რე­სი უწეს­რი­გო­ბა მო­აქვს; თუ არ არის აღ­დგო­მა, არ არის უფ­ლის სამ­სჯავ­როც; თუ უარ­ყო­ფი­ლია სამ­სჯავ­რო, უარ­ყო­ფი­ლია ღვთის ში­შიც; ხოლო სა­დაც არ არის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი შიში ღვთი­სა, იქ ზე­ი­მობს ეშ­მა­კი.

ასე იყო მუ­დამ, როცა ურ­წმუ­ნო­ე­ბა მძლავ­რობ­და ხალ­ხში. ეს დღე­საც ასეა, ოღონდ უფრო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს და თუ რა­ტომ, მოკ­ლედ შემ­დეგს ვი­ტყვით:

ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა რომ არ არის სრულ­ყო­ფი­ლი, ამას, ჩვენს მსგავ­სად, ურ­წმუ­ნო­ნიც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, მაგ­რამ, ღმერ­თთან კავ­ში­რი­სა და სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­დის ნაც­ვლად, ისი­ნი ამ­ჟა­მად ისეთ ყო­ფას გვთა­ვა­ზო­ბენ, სა­დაც ერთი მხრივ, დო­მი­ნან­ტუ­რი ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა რო­ბო­ტებს, მე­ო­რე მხრივ კი, ადა­მი­ა­ნის არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბას, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი "შე­ავ­სებს".

ამა­ვე დროს, ათე­ის­ტუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბა სხვა რე­ა­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად ემ­ზა­დე­ბა და ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფი­ე­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის გა­და­ხედ­ვას, რათა თვით­ნე­ბუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის გზით წა­შა­ლოს ზღვა­რი ნამ­დვილ­სა და წარ­მო­სახ­ვითს, ადა­მი­ა­ნურს, მე­ქა­ნი­კურს, ცხო­ვე­ლურ­სა და ქი­მე­რულს შო­რის და კონ­ტრო­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი ფორ­მე­ბი და­ამ­კვიდ­როს.

ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ამ პე­რი­ოდს პოსტ-ჰუ­მა­ნის­ტურს უწო­დე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა ზო­გა­დად არ­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის რღვე­ვა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რე­ბის დაკ­ნი­ნე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის და­ცე­მა, სიღ­მი­სე­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­თვის სა­ფუძ­ვლე­ბის მოშ­ლა; „კრი­ზი­სუ­ლი წეს­რი­გის“ ფონ­ზე კი ხელი ეწყო­ბა ისე­თი შე­მეც­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი გრძნო­ბე­ბი გამ­ქრა­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა... გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, პი­როვ­ნე­ბის იდე­ა­ლი - უპერ­სპექ­ტი­ვო და გა­უ­ფე­რუ­ლე­ბუ­ლი; წაშ­ლი­ლია ადა­მი­ა­ნო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი იდენ­ტო­ბე­ბი: „მა­მა­კა­ცი“ და „ქალი,“ „ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი“...

ამ­გვარ სივ­რცე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბა ნელ-ნელა ქრე­ბა, ხალ­ხში და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა მა­ტუ­ლობს და ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი უკა­ნა პლან­ზე იწევს;

ამას ემა­ტე­ბა ზო­გა­დად რე­ლი­გი­ი­სად­მი და, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი­სა და ზო­გი­ერ­თი მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბის მხრი­დან მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სი­ძულ­ვი­ლის ენით მე­ტყვე­ლე­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ხით პი­როვ­ნუ­ლი და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რა და მათი წა­ხა­ლი­სე­ბა, რო­მელ­ნიც ამ პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი.

გვახ­სენ­დე­ბა ბოლო ჟა­მის შე­სა­ხებ მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვე­ბი: „უკა­ნას­კნელ ჟამს მოვ­ლენ მკრე­ხელ­ნი, თა­ვი­ანთ უკე­თურ გუ­ლის­თქმა­თა­ებრ მა­ვალ­ნი; ესე­ნი არი­ან გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მოქ­მედ­ნი, მშვინ­ვი­ერ­ნი, სუ­ლის არმ­ქო­ნე­ნი... მდრტვი­ნავ­ნი, უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი, თა­ვი­ანთ გუ­ლის­თქმა­თა­ებრ მა­ვალ­ნი, რო­მელ­თა ბა­გე­ნი მე­დი­დუ­რო­ბენ და სარ­გებ­ლის გამო პირ­ფე­რო­ბენ“

***

და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თად აღიქ­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაც.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ სივ­რცე­ში კარ­გად არა­ვინ არის და ყვე­ლას დიდი გან­საც­დე­ლი აქვს: „ახა­ლი სამ­ყა­როს“ წარ­მო­მად­გენ­ლებს თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი იმ­დე­ნად წინ წა­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა მას იმ­დე­ნად ჩა­მორ­ჩა, რომ ინო­ვა­ცი­ე­ბის დამ­ნერ­გა­ვი ადა­მი­ა­ნი თვი­თონ დამ­ცირ­და თა­ვი­სი ქმნი­ლე­ბის წი­ნა­შე და მის­გან მარ­თუ­ლი ხდე­ბა. მათ შო­რის უფსკრუ­ლი მო­მა­ვალ­ში უფრო გაღ­რმავ­დე­ბა და სწო­რედ ესაა ერთ-ერთი არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა, თო­რემ ტექ­ნი­კურ მიღ­წე­ვებს, რა თქმა უნდა, სი­კე­თეც მო­აქვს, მაგ­რამ უღვთო და სუ­ლი­ე­რე­ბი­სა­გან დაც­ლი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ხელ­ში იგი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

არც მოწმუ­ნე­თათ­ვის არის ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი; მათი გული ბო­როტ­სა და კე­თილს შო­რის სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლის ისეთ ას­პა­რე­ზად იქცა, რომ­ლის მსგავ­სი უწინ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა (აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ სა­ერ­თო ეკო­ნო­მი­კურ გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, რომ­ლის­გა­ნაც ქვე­ყა­ნა ათწლე­უ­ლე­ბია ვერ გა­მო­დის).

გა­მო­სა­ვა­ლი ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ერ­თია:

მთე­ლი არ­სე­ბით უნდა მი­ვიქ­ცეთ ღვთის­კენ - ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის­კენ და ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა მის უზე­ნა­ე­სო­ბას და­ვუ­მორ­ჩი­ლოთ.

ამას­თან, რაკი ღვთი­სა­გან ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის შე­იქ­მნა, ასე­თი­ვე გრძნო­ბით უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ შე­მოქ­მედს და გარე სამ­ყა­რო­საც.

აღ­დგო­მი­ლი მა­ცხო­ვა­რი, მო­ცი­ქულ პეტ­რეს მსგავ­სად, ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს მოგ­ვმარ­თავს: „გიყ­ვარ­ვარ მე?“

ამ კი­თხვას სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა და­დე­ბით პა­სუხს გას­ცემს, მაგ­რამ არის რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მი, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად მიგ­ვახ­ვედ­რებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვართ თუ არა მარ­თლე­ბი.

ჩვე­ნი რწმე­ნის სიმ­ტკი­ცე და უფ­ლი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა გა­მოც­დას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­საც­დე­ლე­ბით გა­დის; ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ დროს ხდე­ბა ნა­თე­ლი, მარ­თლაც მთე­ლი გუ­ლი­თა და მთე­ლი არ­სე­ბით გვიყ­ვარს თუ არა უფა­ლი, რაც შე­მოქ­მე­დი­სად­მი ჩვე­ნი ნდო­ბის ხა­რის­ხით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

მა­გა­ლი­თად, თუ ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ და ვე­ვედ­რე­ბით უფალს, მაგ­რამ სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ ვაღ­წევთ, გვაქვს კი რწმე­ნა იმი­სა, რომ ჩვენს თხოვ­ნა­ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ის, რა­საც მა­ცხო­ვა­რი მოგ­ვა­გებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინ­დო­ბილ­ნი ვართ მას და მად­ლი­ე­რე­ბით მი­ვი­ღებთ ყო­ვე­ლი­ვეს. ამას­თან, ამ გან­წყო­ბამ არ უნდა დაგვტო­ვოს მა­ში­ნაც, რო­დე­საც დიდი ტკი­ვი­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

ამ­ქვეყ­ნად არა­ფე­რი არ უნდა იყოს ისე­თი, რა­ზეც, ძლი­ე­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩავ­ვარ­დეთ. წუ­თი­სო­ფე­ლი წარ­მა­ვა­ლია და ყო­ვე­ლი­ვეც - მას შინა. ამი­ტო­მაც, ცათა სა­სუ­ფევ­ლის მჭვრე­ტე­ლი გო­ნე­ბა კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს მა­ცხოვ­რის სი­ტყვე­ბის სიღ­რმე­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბას: „ვი­საც მამა ან დედა ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარს, არ არის ჩემი ღირ­სი; და ვი­საც ძე ან ასუ­ლი ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარს, არ არის ჩემი ღირ­სი.“ (მთ.10,37).

თუ ჩვენ ღმერ­თს ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით შე­ვიყ­ვა­რებთ, რომ­ლის გა­დამ­წო­ნი ამ­ქვეყ­ნად არა­ვინ და არა­ფე­რი იქ­ნე­ბა, ჩვენ­შიც და ჩვენს გარ­შე­მოც ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა, ჭეშ­მა­რი­ტი წეს­რი­გი დამ­ყარ­დე­ბა და უფ­ლი­სა­გა­ნაც სა­ო­ცარ შე­წევ­ნას მი­ვი­ღებთ.

ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, ჩა­ვი­ხე­დოთ ჩვენს გულ­ში და პი­რუთ­ვნე­ლად შე­ვა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი. თუ მყა­რი რწმე­ნა არა გვაქვს უფ­ლი­სად­მი, ვთხო­ვოთ მას დახ­მა­რე­ბა, რო­გორც სთხო­ვა სნე­უ­ლი შვი­ლის მა­მამ იესო ქრის­ტეს, რათა შეს­წე­ო­და მის ურ­წმუ­ნო­ე­ბას და გა­ნე­კურ­ნა მისი შვი­ლი. უფალ­მა ის­მი­ნა მისი, ორი­ვე სურ­ვი­ლი აღუს­რუ­ლა და სი­ხა­რუ­ლი­თა დი­დი­თა აღავ­სო იგი (მკ.9,24) .

მსგავ­სი სი­ხა­რუ­ლის თა­ნა­ზი­არ­ნი ჩვენც რომ გავ­ხდეთ, ღვთის შეც­ნო­ბი­სა­კენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგათ: ვი­კი­თხოთ წმინ­და წე­რი­ლი, წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბა და და­რი­გე­ბა­ნი. ასე­ვე, მუდ­მი­ვად უნდა ვთხოვ­დეთ მა­ცხო­ვარს, გან­გვაძ­ლი­ე­როს, და იე­რე­მია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სი­ტყვე­ბით ვე­ვედ­როთ: „განმკურ­ნე, უფა­ლო, და გან­ვი­კურ­ნე­ბი, გა­და­მარ­ჩი­ნე, უფა­ლო, და გა­დავ­რჩე­ბი, რად­გან შენ ხარ ჩემი დი­დე­ბა“ (იერ.17,14).

ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, რუს­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, უდინ­ნო, იე­ზიდ­ნო, ქურთნო, ინ­გუშ­ნო, ჩერ­ქეზ­ნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო, ყო­ველ­ნო მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა, და ჩვენს სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, ყო­ველ­ნო ერნო:

ქრის­ტე აღ­დგა!

მკვდრე­თით აღ­მდგა­რი ღმერ­თი გვიხ­მობს სა­მე­უ­ფეო გზის­კენ, მა­რა­დი­უ­ლი დი­დე­ბი­სა და ნე­ტა­რე­ბის­კენ, მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ხა­რუ­ლის­კენ.

მის შე­სახ­ვედ­რად „უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა იპყა­რით რწმე­ნის ფარი, რი­თაც შეს­ძლებთ უკე­თუ­რის ყვე­ლა ცე­ცხლო­ვა­ნი ის­რის დაშ­რე­ტას“ (ეფ.6.11) და „შე­ი­მო­სეთ გულ­მო­წყა­ლე­ბა, შემ­წყნა­რებ­ლო­ბა, სიტ­კბო­ე­ბა, სიმ­დაბ­ლე, სიმ­შვი­დე, დიდსუ­ლოვ­ნე­ბა; მი­უ­ტე­ვეთ და თქვე­ნი თავი მიჰ­მად­ლეთ ურ­თი­ერ­თს ... შე­ი­მო­სეთ სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც არის სიმ­ტკი­ცე სრულ­ქმნი­ლე­ბი­სა. ყვე­ლა­ფერს გა­ნა­გებ­დეს თქვენს გუ­ლებ­ში მშვი­დო­ბა ღმრთი­სა და მად­ლი­ერ­ნი იყა­ვით“... (კოლ.3.12-16). შე­ირ­ტყით წელ­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და შე­ი­მო­სეთ სი­მარ­თლის აბ­ჯრით (ეფ.6,12), რათა „და­ვიმ­კვიდ­როთ შე­უძ­ვრე­ლი სა­სუ­ფე­ვე­ლი“ (ებრ.12,28)

გახ­სოვ­დეთ, „იესო ქრის­ტე გუ­შინ, დღეს და უკუ­ნი­სამ­დე იგი­ვეა“ (ებრ. 13.8) და ჟამ­თა ცვლა მას არ ეხე­ბა.

გი­ხა­რო­დეთ, ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა ქრის­ტე!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი ილია II