საშიში ხეობები თბილისში - ადგილები დედაქალაქში, რომლებსაც ძლიერი წყალმოვარდნების დროს ნგრევა ემუქრება | Allnews.Ge

საშიში ხეობები თბილისში - ადგილები დედაქალაქში, რომლებსაც ძლიერი წყალმოვარდნების დროს ნგრევა ემუქრება

თბი­ლი­სის სა­ზღვრებ­ში მტკვრის შე­ნა­კა­დებს პე­რი­ო­დუ­ლად წყალ­მო­ვარ­დნე­ბი ახა­სი­ა­თებს, რა­საც არა­ერ­თხელ მო­უ­ტა­ნია დე­და­ქა­ლა­ქის­თვის და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი. გე­ო­ლო­გე­ბი­სა და ჰიდ­რო­ლო­გე­ბის მტკი­ცე­ბით, 2015 წლის 13 ივ­ნი­სის მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბის გან­მე­ო­რე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა კვლავ არ­სე­ბობს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შეა დე­და­ქა­ლა­ქის სხვა ხე­ვე­ბიც.

თბი­ლის­ში მტკვრის შე­ნა­კა­დებ­ზე მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის შე­სა­ხებ ის­ტო­რია მრავ­ლად ინა­ხავს ფაქ­ტებს. წავ­კი­სის წყალ­ზე 1902 და 1955 წლებ­ში მომ­ხდარ­მა წყალ­მო­ვარ­დნებ­მა მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა მდი­ნა­რის შე­სარ­თავ­თან მდე­ბა­რე აბა­ნო­ე­ბის უბა­ნი. 1955 წლის წყალ­მო­ვარ­დნამ კი 100-მდე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე ვე­რეს 1924 წელ­საც მოჰ­ყვა მსხვერ­პლი. ძლი­ერ­მა წვი­მამ აა­დი­და ღე­ლე­ე­ბი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა - სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი გლე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ურ­მე­ბით ღა­მის გა­სა­თე­ვად იყ­ვნენ და­ბა­ნა­კე­ბულ­ნი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ღე­ლე­დან მო­ვარ­დნილ­მა ნი­აღ­ვარ­მა ხარ-ურ­მე­ბი­ა­ნად გა­ი­ტა­ცა და მტკვარ­ში ჩა­ი­ტა­ნა.

-0:11 ამა­ვე მდი­ნა­რე­ზე 1963 წელს მომ­ხდარ­მა წყალ­მო­ვარ­დნამ თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა. თბი­ლი­სი­სათ­ვის ასე­ვე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა 1940 წლის 10 მა­ისს მტკვრის რამ­დე­ნი­მე შე­ნა­კად­ზე ერ­თდრო­უ­ლად მო­სუ­ლი ძლი­ე­რი წყალ­მო­ვარ­დნა. წყალ­მო­ვარ­დნებ­მა ორ ათე­ულ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

კა­ტას­ტრო­ფუ­ლი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის საფრ­თხე თბი­ლის­ში

არ­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია CENN-ის 2018 წლის კვლე­ვა­ში - "კა­ტას­ტრო­ფუ­ლი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის საფრ­თხე თბი­ლის­ში" წარ­მოდ­გე­ნი­ლია მტკვრის ის შე­ნა­კა­დე­ბი, რომ­ლე­ბიც საფრ­თხის­მა­ტა­რე­ბე­ლია. თბი­ლი­სის სა­ზღვრებ­ში მტკვარს რამ­დე­ნი­მე მდი­ნა­რე უერ­თდე­ბა: კრწა­ნი­სის წყა­ლი, ლეღვთა­ხე­ვი, ვერე, დიღ­მის­წყა­ლი, გლ­და­ნის­ხე­ვი, ხევძმა­რი, ორ­ხე­ვი და ა.შ. ამას­თან, ქა­ლაქ­ში ათე­უ­ლო­ბით მშრა­ლი ხე­ვია, რომ­ლებ­შიც წყა­ლი მხო­ლოდ გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბის დროს მო­ე­დი­ნე­ბა.

CENN-ის კვლე­ვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბებ­მა, მათ შო­რის - მდი­ნა­რის შე­ნა­კა­დე­ბის აუ­ზებ­თან ტყე­ე­ბის გა­ჩეხ­ვამ, კა­ლა­პო­ტის­პი­რა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ინ­ტენ­სი­ურ­მა მშე­ნებ­ლო­ბებ­მა და სხვა ფაქ­ტო­რებ­მა, გა­ახ­ში­რა ძლი­ე­რი ნი­აღ­ვრე­ბის გად­მო­ვარ­დნი­სა და გვი­რა­ბე­ბის შე­სას­ვლე­ლებ­თან მდი­ნა­რე­ე­ბის შეტ­ბორ­ვის შემ­თხვე­ვე­ბი.

გე­ო­ლო­გი ჭი­ჭი­კო ჯა­ნე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სხვა­დას­ხვა სა­ხის ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვე­ბის გამო, დღეს­ღე­ო­ბით თბი­ლის­ში არ­სე­ბულ არა­ერთ მდი­ნა­რე­ზე უე­ცა­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობს, რა­მაც, შე­საძ­ლოა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს. გა­გაც­ნობთ მდი­ნა­რე მტკვრის იმ შე­ნა­კა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც CENN-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია.

მდი­ნა­რე წავ­კი­სის­ხე­ვი

იგი­ვე ლეღვთა­ხე­ვი, სა­მარ­ხი­ხე­ვი - მტკვრის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დია. სა­თა­ვე აქვს უძოს მთა­ზე ზღ. დო­ნი­დან 1,200მ სი­მაღ­ლე­ზე, შე­სარ­თა­ვი - 385 მ-ზე, სიგ­რძე - 9 კმ. ახა­სი­ა­თებს ძლი­ე­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბი.

wavkisisxevimdinareemtkvarii-2019-06-20-byylj4jkh4k7m-1619857418.jpg

მდი­ნა­რის შე­სარ­თა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ინ­ტენ­სი­უ­რად არის ათ­ვი­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნა­გე­ბო­ბე­ბი­თა და ქუ­ჩე­ბის სა­ვა­ლი ნა­წი­ლით, რო­მელ­თა ქვეშ მო­წყო­ბი­ლია 130 მ სიგ­რძის წყალ­ქვე­შა გვი­რა­ბი. CENN-ის კვლე­ვა­ში ამ მდი­ნა­რის შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ:

"ძნე­ლია მტკი­ცე­ბა, თა­ვი­სუფ­ლად გა­ა­ტა­რებს თუ არა ეს გვი­რა­ბი ისე­თი მო­ცუ­ლო­ბის ხარჯს, რო­გორ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ამ მდი­ნა­რე­ზე 1955 წლის წყალ­მო­ვარ­დნის დროს. ამი­ტომ ძლი­ე­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გვი­რა­ბის­თავ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი კვლავ და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ნგრე­ვის რის­კის ქვე­შაა".

მდი­ნა­რე კრწა­ნი­სის­ხე­ვი

იგი­ვე დუქ­ნის­ხე­ვი, ტა­ბახ­მე­ლას­ხე­ვი - მტკვრის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დია. სა­თა­ვე აქვს თრი­ა­ლე­თის ქე­დის ჩრდ.-აღ­მოს. ფერ­დობ­ზე მდე­ბა­რე ტა­ბახ­მე­ლის გო­რაკბორ­ცვი­ან ვა­კე­ზე, ზღვის დო­ნი­დან 1,025-1,030 მ სი­მაღ­ლე­ზე. სიგ­რძე - 8.5 კმ.

შუა და ზემო წელ­ში კრწა­ნი­სის­ხე­ვი გა­ე­დი­ნე­ბა კა­ნი­ო­ნი­სე­ბურ ხე­ო­ბა­ში, ხოლო ქვე­მო­წელ­ში - თბი­ლი­სის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბულ ნა­წილ­ში, კრწა­ნის­ში. ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ქუ­ჩი­დან მტკვარ­თან შე­ერ­თე­ბამ­დე კრწა­ნი­სის­ხე­ვი და­ახ­ლო­ე­ბით 0.5 კმ სიგ­რძის მი­წის­ქვე­შა გვი­რაბ­ში გა­დის. გვი­რა­ბის თავ­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ავ­ტო­სად­გუ­რი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბე­ბი.

krwanisisxevimdinaremtkvari-2019-06-20-zs6cb5r3ukb-1619857474.jpg

რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე მდი­ნა­რის ხე­ო­ბის გას­წვრივ კრწა­ნი­სის­ხე­ვის ბუ­ნებ­რი­ვი ჰიდ­რო­დი­ნა­მი­კა დარ­ღვე­უ­ლია, რად­გან მის კა­ლა­პოტ­ში და მიმ­დე­ბა­რე ჭა­ლის ზე­და­პირ­ზე სხვა­დას­ხვა ნა­გე­ბო­ბე­ბია აშე­ნე­ბუ­ლი. მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი ბე­ტო­ნის კედ­ლე­ბით არის და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი და მო­წყო­ბი­ლია წყალ­გამ­ტა­რი გვი­რა­ბე­ბი, მათ თავ­ზე და­შე­ნე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და ნა­გე­ბო­ბე­ბი. ამის გამო მდი­ნა­რის წყალ­გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია.

krwanisisxeviimdinaremtkvari-2019-06-20-2sxcog6bho-1619857510.jpg

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჰიდ­რო­ლო­გე­ბი და გე­ო­ლო­გე­ბი ში­შო­ბენ, რომ არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე, ძლი­ე­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის დროს ეს შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი და­ინ­გრეს და გა­ნად­გურ­დეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მდი­ნა­რე­ზე სა­შუ­ა­ლო სიძ­ლი­ე­რის წყალ­მო­ვარ­დნე­ბის დრო­საც კი იქ­მნე­ბა მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და სრუ­ლი ნგრე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა.

მდი­ნა­რე ავა­ნა­ან­თხე­ვი

იგი­ვე სო­ლა­ლა­კის­წყა­ლი - მტკვრის მარ­ჯვე­ნა მცი­რე­წყლი­ა­ნი შე­ნა­კა­დია. სა­თა­ვე აქვს მთაწ­მინ­დის მთის ფერ­დო­ბებ­ზე.

ეს მდი­ნა­რეც მი­წის­ქვე­შა გვი­რაბ­შია მოქ­ცე­უ­ლი. მდი­ნა­რის გვი­რა­ბი იწყე­ბა მთაწ­მინ­დის მთის ფერ­დო­ბის ძირ­თან, ბოლო - აღ­მარ­თის ქუ­ჩის თავ­ში და გა­დის ამაღ­ლე­ბის, ლერ­მონ­ტო­ვის, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის, პუშ­კი­ნი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის ქვეშ მდე­ბა­რე გვი­რაბ­ში. გვი­რა­ბის შე­სას­ვლე­ლი ჭონ­ქა­ძი­სა და მა­ყაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თის ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. აქე­დან ავა­ნა­ან­თხე­ვი გვი­რაბ­ში გავ­ლით გა­დაკ­ვეთს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს (რუს­თა­ვე­ლის ძეგლ­თან) და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის სა­ვალ ნა­წილს და უერ­თდე­ბა მტკვარს.

avanatxevimdinaree-2019-06-20-562rldnytd-1619857567.jpg

ავა­ნა­ან­თხე­ვის გვი­რა­ბის შე­სას­ვლე­ლი სა­ნა­ხევ­როდ არის ამო­ქო­ლი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­ჩე­ნე­ბით, რის გა­მოც, რო­გორც კვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი, მან შე­იძ­ლე­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად ვერ გა­ა­ტა­როს თავ­სხმა წვი­მე­ბის დროს წარ­მოქ­მნი­ლი ნი­აღ­ვა­რი და და­იტ­ბო­როს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქუ­ჩე­ბის გვი­რა­ბის შე­სას­ვლელ­თან მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

მდი­ნა­რე დიღ­მის­წყა­ლი

იგი­ვე დიღ­მუ­ლა - მტკვრის მარ­ჯვე­ნა მუდ­მი­ვი ჩა­მო­ნა­დე­ნის მქო­ნე შე­ნა­კა­დია. სა­თა­ვე აქვს საწ­კე­პე­ლას ქე­დის აღ­მოს. კალ­თებ­ზე ზღ. დო­ნი­დან 1,400 მ სი­მაღ­ლე­ზე. შე­სარ­თა­ვი შ. შა­ლი­კაშ­ვი­ლის (ყო­ფი­ლი დი­დუ­ბის) ხიდ­თან. მდი­ნა­რის სიგ­რძე – 22 კმ.

digmiswyaliiimdinaree-2019-06-20-kibafgqnb7d-1619857615.jpg

მდ. დიღ­მის­წყა­ლი მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რის გას­წვრივ მი­ე­დი­ნე­ბა. დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიღ­მის­წყლის ხე­ო­ბის ძირი სა­ინ­ჟინ­რო და გე­ო­ე­კო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბი­თაა ათ­ვი­სე­ბუ­ლი. განაგრძეთ კითხვა