როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისგან და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს დაგვიანებულმა მკურნალობამ - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები | Allnews.Ge

როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისგან და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს დაგვიანებულმა მკურნალობამ - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

გა­ზა­ფხულ­ზე, როცა არა­ერ­თი მცე­ნა­რე ყვა­ვის, ადა­მი­ა­ნებს ალერ­გი­უ­ლი და­ავ­დე­ბე­ბი უმ­წავ­დე­ბათ... აწუ­ხებთ სურ­დო, ცე­მი­ნე­ბა, ცხვი­რის გა­ჭედ­ლო­ბა, თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, ცრემ­ლდე­ნა, ხვე­ლა. ეს სიმპტო­მე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის აზ­რით, ჰა­ერ­ში ე.წ. ბუ­სუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უკავ­ში­დე­ბა... რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი ალერ­გი­ის გამ­წვა­ვე­ბი­სას, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი მა­დო­ნა დე­ვი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ბუ­სუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ზა­ფხულ­ზე ქა­ლაქ­ში დაფ­რი­ნა­ვენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში - ჭად­რი­სა და ალ­ვის ხის მცე­ნა­რის თეს­ლია. მსუ­ბუ­ქი მა­სის გამო ისი­ნი ქა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰა­ერ­ში ვრცელ­დე­ბა. ჭა­დარს თეთ­რი ფე­რის ბუ­სუ­სე­ბი აქვს, ალ­ვის ხეს (იგი­ვე ვერ­ხვი) - მო­ყა­ვის­ფრო. რო­დე­საც მცე­ნა­რეს ბუ­სუ­სე­ბი აქვს, ეს უკვე მისი ნა­ყო­ფის მომ­წი­ფე­ბის ფა­ზა­ზე მე­ტყვე­ლებს და არა ყვა­ვი­ლო­ბა­ზე. ალერ­გი­ის გა­მომ­წვე­ვი კი მცე­ნა­რე მხო­ლოდ ყვა­ვი­ლო­ბის ფა­ზა­შია. ალ­ვის ხის (ვერ­ხვის) ყვა­ვი­ლო­ბა მარ­ტის და­სა­წყი­სი­დან აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა, ხოლო ჭად­რის კი აპ­რი­ლის და­სა­წყი­სი­დან აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე. მა­ის­ში, რო­დე­საც მცე­ნა­რე­თა თეს­ლი, ე.წ. ბუ­სუ­სე­ბი ჰა­ერ­ში გავ­რცელ­დე­ბას იწყებს, მათი ყვა­ვი­ლო­ბის სე­ზო­ნი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ალერ­გი­ის გა­მოწ­ვე­ვის უნა­რი აღარ აქვთ. ჭად­რი­სა და ვერ­ხვის თეს­ლის ბუ­სუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა იწ­ვევს მხო­ლოდ მე­ქა­ნი­კურ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­გორც ალერ­გი­ულ, ისე არა­ა­ლერ­გი­ულ პი­რებ­ში, ხოლო ამ დროს ალერ­გი­ის გა­მომ­წვე­ვი ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი კი სულ სხვა რამ არის. მა­ის­ში ყვა­ვი­ლო­ბას მა­ღა­ლი ალერ­გე­ნო­ბის მქო­ნე მცე­ნა­რე­თა ჯგუ­ფი ე.წ. ბა­ლა­ხე­ბი/მარ­ცვლოვ­ნე­ბი იწყებს.

- მათ, ვი­საც პირ­ვე­ლად უვ­ლინ­დე­ბა ალერ­გია მცე­ნა­რე­თა მტვერ­ზე, ხში­რად თავი გა­ცი­ე­ბუ­ლი ჰქ­გო­ნია. რო­დე­საც ერ­თსა და იმა­ვე დროს, ყო­ველ­წლი­უ­რად იწყებს ეს სიმპტო­მე­ბი გან­მე­ო­რე­ბას, ალერ­გი­ა­ზე მხო­ლოდ მა­შინ მი­ი­ტა­ნენ ხოლ­მე ეჭვს. რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ალერ­გია გა­ცი­ე­ბი­სა­გან?

- ალერ­გი­ის დროს სიმპტო­მე­ბი ხან­გრძლი­ვია და მცე­ნა­რის ყვა­ვი­ლო­ბის სე­ზონ­სა და ხან­გრძლი­ვო­ბას ემ­თხვე­ვა. რო­გორც წესი, ე.წ. გა­ცი­ე­ბა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ვირუ­სი იწ­ვევს, 3-5 დღის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა, ალერ­გია კი - 2 კვი­რა და მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. სიმპტო­მე­ბი მცე­ნა­რე­უ­ლი ალერ­გი­ის დროს უფრო გა­რეთ გას­ვლი­სას უვ­ლინ­დე­ბათ და გან­სა­კუთ­რე­ბით მწვავ­დე­ბა ქა­ლაქ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას, სა­დაც მეტი მცე­ნა­რეა, ვიდ­რე - ქა­ლაქ­ში. ალერ­გი­ას გა­ცი­ე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით თით­ქმის არა­სო­დეს არ ახა­სი­ა­თებს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მცე­ნა­რე­უ­ლი ალერ­გია ვლინ­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად, ერ­თსა და იმა­ვე სე­ზონ­ზე.

რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს ალერ­გი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც დრო­უ­ლად არ იმ­კურ­ნა­ლებს? რას გა­მო­იწ­ვევს ეს?

- თა­ვა­პირ­ვე­ლად მცე­ნა­რე­უ­ლი ალერ­გია მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა. ასე­ვე თა­ვი­დან, რო­გორც წესი, მხო­ლოდ ერთი ორ­გა­ნოს, მა­გა­ლი­თად, თვა­ლის ან ცხვი­რის და­ზი­ა­ნე­ბა ხდე­ბა. თუკი პა­ცი­ენ­ტი არ მი­მარ­თავს დრო­უ­ლად ალერ­გო­ლოგს, მოხ­დე­ბა სიმპტო­მე­ბის გახ­ში­რე­ბა და დამ­ძი­მე­ბა, ასე­ვე სა­მიზ­ნე ორ­გა­ნო­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბა, ანუ თუკი თა­ვი­დან სიმპტო­მე­ბი მო­ი­ცავ­და მხო­ლოდ თვალს, შემ­დეგ წლებ­ში, ხშირ შემ­თვე­ვა­ში, ხდე­ბა ცხვი­რის ან/და ბრონ­ქე­ბის და­ზი­ა­ნე­ბაც. მკურ­ნა­ლო­ბა ალერ­გი­უ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით უფრო კარგ და ხან­გრძლივ ეფექტს იძ­ლე­ვა.

- ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად გა­ის­მო­და სი­ტყვა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. ალერ­გი­ას­თან ის რა კავ­შირ­შია?

- ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი ალერ­გი­ის ყვე­ლა­ზე უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ასეთ დროს ხდე­ბა წნე­ვის ვარ­დნა, გო­ნე­ბის და­კარ­გვა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და სხვა მრა­ვა­ლი სიმპტო­მის კომ­პლექ­სუ­რად გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტის სიკ­ვდი­ლით დას­რუ­ლეს. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია საკ­ვებს, მე­დი­კა­მენტს, მწე­რის ნაკ­ბენს და სხვ.

- ვაქცნი­ა­ცი­ამ (ზო­გა­დად ყვე­ლა ტი­პის) რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს იგი­ვე გარ­თუ­ლე­ბა?

- მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნამ, რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტის ერთ-ერ­თმა სა­ხე­ო­ბამ, ასე­ვე შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მას­ში შე­მა­ვალ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე ალერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გამო. რო­დე­საც სხე­ულ­ში ხვდე­ბა უცხო ცილა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მიერ ხდე­ბა მისი, რო­გორც ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ზი­ა­ნო აგენ­ტის აღ­ქმა, რის გა­მოც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ამ უცხო ცი­ლის მი­მართ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას იწყებს. თუკი ეს ცილა გან­მე­ო­რე­ბით მოხ­ვდე­ბა სხე­ულ­ში, უკვე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი მას თავს ეს­ხმის, რაც ვლინ­დე­ბა ისე­თი ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა გა­მო­ნა­ყა­რი, ქა­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ბრონ­ქოს­პაზ­მი, დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა და ყვე­ლა­ზე უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი.

განაგრძეთ კითხვა