კიდევ ვის არ შეეხება 7-დღიანი უქმეები - ჩამონათვალში ცვლილებაა | Allnews.Ge

კიდევ ვის არ შეეხება 7-დღიანი უქმეები - ჩამონათვალში ცვლილებაა

მთავრობამ იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელსაც მაისში გამოცხადებული უქმე დღეები არ შეეხება, სადაზღვევო საქმიანობაც დაამატა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში უქმე დღეები უკვე მეორედ ცხადდება. კერძოდ, 4-დან 8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისი საქართველოს მასშტაბით დასვენების დღეებად გამოცხადდა.

ამასთან, უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება იმ მეწარმე სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, ვისაც ეს დასვენების დღეები არ შეეხება. სია ასე გამოიყურება:

  • პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;
  • ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;ფარმაცევტული საქმიანობა;
  • 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები;
  • სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;
  • საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა;სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება;წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;
  • პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;სამაშველო საქმიანობა;
  • ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);
  • დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები;
  • ნარჩენების მართვა;
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატების წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;სასოფლო-სამეურნეო სერვისების მიწოდება;სადაზღვევო საქმიანობა.