შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები | Allnews.Ge

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

ორი დღეა სა­ქარ­თვე­ლო და სრუ­ლი­ად კინო და თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კახი კავ­სა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვობს. მსა­ხი­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ დამ­ძიმ­და. რამ­დე­ნი­მე რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­და­ტა­ნაც მო­უხ­და, სა­ბო­ლოდ კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­დას­ტუ­რე­ბულ კო­რო­ნა­ვირუსს, კახი კავ­სა­ძის ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ მო­ე­რია. ამ დღე­ებ­ში ბევ­რი და­ი­წე­რა კახი კავ­სა­ძე­ზე, მის პი­როვ­ნე­ბა­ზე, ნიჭ­ზე, მე­გობ­რო­ბა­ზე... კი­დევ ბევ­რი და­ი­წე­რე­ბა, რად­გან გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი თა­ო­ბე­ბით ემახ­სოვ­რე­ბა შთა­მო­მავ­ლო­ბას.

ამ­ჯე­რად კახი კავ­სა­ძის შვი­ლიშ­ვილს, ირინ­კა კავ­სა­ძეს გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰგავს ბა­ბუ­ას. გო­გო­ნა 18 წე­ლია ამე­რი­კა­ში, კერ­ძოდ კი ვა­შინ­ტონ­ში ცხოვ­რობს.

178906487-463056098106582-6906534961843685247-n-79301-1619671350.jpg

10 წლის იყო, რო­დე­საც მშობ­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო. მამა ირაკ­ლი კავ­სა­ძეც მსა­ხი­ო­ბია. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ირინ­კამ "სი­ნე­ტი­კის თე­ატ­რში" და­ი­წყო თა­მა­ში, იქ, სა­დაც მა­მა­მი­სი - ირაკ­ლი კავ­სა­ძე მუ­შა­ობს. ამა­ვე თე­ატ­რში ჯერ კი­დევ 10 წლი­სამ სწო­რედ მა­მას­თან ერ­თად ითა­მა­შა სპექ­ტაკლში - "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი". ირინ­კას უმ­ცრო­სი დაც ჰყავს, რო­მელ­მაც სკო­ლა ორი წლის წინ და­ამ­თავ­რდა.

irinkakavsadze4-79390-1619671381.jpg

"ხომ ვამ­ბობ, რო­დე­საც მას (კახი კავ­სა­ძეს) აქ ვტო­ვებ, ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლია და ემო­ცი­უ­რად გან­ვიც­დი. მას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ახლო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და დღემ­დეც ასე ვართ. რომ შე­მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: დედა უფრო გიყ­ვარს თუ მამა? ვამ­ბობ­დი - ბაბუ-მეთ­ქი. სა­ნამ ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­დით, ჯერ კი­დევ მა­შინ, დე­დაც მუ­შა­ობ­და, მა­მაც და სკო­ლა­ში ბა­ბუ­ას დავ­ყავ­დი, სა­უზ­მეს მიმ­ზა­დებ­და, სკო­ლა­ში მა­კი­თხავ­და. მან გამ­ზარ­და და დღემ­დე მის მი­მართ რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს" - იგო­ნებს ირინ­კა ბა­ბუ­ას 2018 წელს, AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მილ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

kavsadze13-79634-1619671462.jpg

irinkakaxi12-79430-1619671491.jpg

kaxikavsadzisirinka-2018-09-10-bkufcaxglq7yf-79440-1619671560.jpg

irinkakavsadze6-79469-1619671593.jpg