რა შემთხვევაში მოიხსნება "კომენდანტის საათი"?-ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს | Allnews.Ge

რა შემთხვევაში მოიხსნება "კომენდანტის საათი"?-ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“ მოხ­სნის სა­ნაც­ვლოდ გარ­კვე­ულ პი­რო­ბას აყე­ნებს.

რო­გორც ტი­კა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ის არ თვლის, რომ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ ჩვე­ნი პრობ­ლე­მაა.

"ტრან­სპორ­ტი და მა­ღა­ზი­ე­ბი, ვა­დას­ტუ­რებ, რომ არის პრობ­ლე­მა. უბ­რა­ლოდ, ჩვენ არ გვაქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ჩვენ რომ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ გა­დავ­წი­ოთ 10:00 სა­ათ­ზე, მა­შინ 8:00 სა­ათ­ზე იქ­ნე­ბა იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა ტრან­სპორ­ტში და მა­ღა­ზი­ებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­სავ­ლე­ბი სხვა ჭრილ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ და არ უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ მხო­ლოდ კო­მენ­დან­ტი არის ჩვე­ნი პრობ­ლე­მა. პრობ­ლე­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტი გვაქვს.

კო­ე­ფი­ცი­ენტს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებთ, ვი­ნა­ი­დან, აქ მხო­ლოდ ერთი ცვლა­დი არ მო­ნა­წი­ლე­ობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მცდა­რი მო­ლო­დი­ნე­ბის შექ­მნა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ მიყ­ვარს და არ გა­ვაჟ­ღე­რებ.

ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გა­ვაჟ­ღე­რო არის პირ­ბა­დე - თუ ჩვენ შევ­ძლებთ და ერ­თობ­ლი­ვად პირ­ბა­დის ტა­რე­ბას ავიყ­ვანთ 95%-მდე ეს ჩვენ მოგ­ვცემს გა­რან­ტი­ებს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში საბ­ჭომ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ძლოთ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოვხსნათ. ბა­ტო­ნო იაგო, (ხვი­ჩია) თუ თქვენ გახ­დე­ბით ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა­ში“, - მი­მარ­თა ტი­კა­რა­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს, იაგო ხვი­ჩი­ას.