რა შეღავათებით ისარგებლებენ ვაქცინის 2 დოზით აცრილი პირები და შეძლებენ თუ არა "კომენდანტის საათის" დროსაც თავისუფლად გადაადგილებას? | Allnews.Ge

რა შეღავათებით ისარგებლებენ ვაქცინის 2 დოზით აცრილი პირები და შეძლებენ თუ არა "კომენდანტის საათის" დროსაც თავისუფლად გადაადგილებას?

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­მა­ვალ კვი­რა­ში ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თავს, რომ იმ პი­რებს, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის 2 დოზა ექ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი, შე­ზღუდ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ღა­ვა­თე­ბი და­უ­წეს­დეთ.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, ორ­ჯე­რა­დად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პი­რებს მეტი სტი­მუ­ლი და შე­ღა­ვა­თი უნდა ჰქონ­დეთ ქვეყ­ნის­გან.

"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი აპი­რებს მო­მა­ვალ კვი­რა­ში შე­სა­ბა­მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ვი­დეს ქვეყ­ნის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ში, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს შე­სა­ბა­მი­სი შე­ღა­ვა­თე­ბი ჰქონ­დეთ შე­ზღუდ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში. რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბით არის, იგი­ვე "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“ დროს თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა, უცხო­ეთ­ში მგზავ­რო­ბი­სას შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი. რამ­დე­ნი­მე­ზე ვმუ­შა­ობთ, რო­მელ­საც წი­ნას­წარ ვერ გა­ვაჟ­ღე­რებ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­დეს მეტი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, სწრა­ფად და სრუ­ლად აიც­რას“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ "15 მა­ი­სამ­დე დაგ­ვიგ­როვ­დე­ბა 14 000-მდე ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი მო­ქა­ლა­ქე, ამ ადა­მი­ა­ნებს კი მეტი სტი­მუ­ლი და შე­ღა­ვა­თი უნდა ჰქონ­დეთ ქვეყ­ნის­გან".