გაიცანით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილი ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია - პოლიტიკოსი მილიონერი მეუღლითა და ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობით | Allnews.Ge

გაიცანით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილი ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია - პოლიტიკოსი მილიონერი მეუღლითა და ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობით

სა­ქარ­თვე­ლოს ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი სტუმ­რობს, რო­მე­ლიც ოფი­ა­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ის პი­რის­პირ შეხ­ვდე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პრე­ზი­დენ­ტსა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სო­ფელ ოძის­შიც გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირვრვლო მი­სი­ას­თან ერ­თად, არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა. ის ასე­ვე, პა­ტივს მი­ა­გებს ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბი­სათ­ვის და­ღუ­პულ მებ­რძო­ლებს და გმირ­თა მე­მო­რი­ალს გვირ­გვი­ნით შე­ამ­კობს.

ის ცნო­ბი­ლი ლი­ე­ტუ­ვე­ლი პო­ლიტ­კო­სის, პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რის ვი­ტა­უ­ტას ლან­დსბერ­გი­სის შვი­ლიშ­ვი­ლია.

ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტის ვი­ზი­ტი­სას ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მის­მა გა­რეგ­ნო­ბამ მი­ი­პყრო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი ყო­ფი­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რია. ის იყო ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წევ­რი, ასე­ვე ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მის წევ­რი. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სია, აღ­ნიშ­ნულ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, ასე­ვე ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ამ­თავ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი მა­გის­ტრის ხა­რის­ხი აქვს.

ბა­ბუ­ას­თან ერ­თად

ლან­დსბერ­გი­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ლი­ე­ტუ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. რო­დე­საც ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მის წევ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში (2016-2020 წლე­ბი) ის სე­ი­მის 5 ყვე­ლა­ზე მდი­დარ წევ­რს შო­რის და­სა­ხელ­და.

სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ლი­ე­ტუ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტის ქო­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას­თან, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა­ში კერ­ძო სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის ქსე­ლი აქვს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით, 19,9 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ფლობს.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და კი­თხვე­ბი სა­ეჭ­ვო ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე არ მი­სუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ლან­დსბერ­გი­სი ლი­ე­ტუ­ვა­ში ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­და­ნაა, მისი ბა­ბუა პო­ლი­ტი­კო­სი იყო და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის დროს ლი­ე­ტუ­ვის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, მამა კი ცნო­ბი­ლი ლი­ე­ტუ­ვე­ლი მწე­რა­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და რე­ჟი­სო­რია.

გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია აუს­ტეა ლან­დსბერ­გინ­ზე. ისი­ნი უკვე 20 წე­ლია ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და 4 შვი­ლი ჰყავთ. დიპ­ლო­მა­ტის ცოლი პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი და გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტია.

გარ­და ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­სია, გა­ნათ­ლე­ბა აშშ-შიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სწავ­ლობ­და მა­სა­ჩუ­ე­სეთ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქმარ­ზე 5 წლით უფ­რო­სია - ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი 39 წლი­საა, ხოლო მისი მე­უღ­ლე - 44-ის.

2016 წელს აუს­ტეა ლან­დსბერ­გი­ნი ლი­ე­ტუ­ვის წლის ქა­ლად და­ა­სა­ხე­ლეს წვლი­ლის­თვის, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უკეთ მუ­შა­ო­ბა­ში შე­აქვს.