რა სიმპტომებით ხასიათდება კორონავირუსის ინდური შტამი და მოქმედებს თუ არა მასზე ვაქცინა? - "შეზღუდვებია საჭირო, არ უნდა შემოვუშვათ ინდოელები ქვეყანაში" | Allnews.Ge

რა სიმპტომებით ხასიათდება კორონავირუსის ინდური შტამი და მოქმედებს თუ არა მასზე ვაქცინა? - "შეზღუდვებია საჭირო, არ უნდა შემოვუშვათ ინდოელები ქვეყანაში"

მსოფ­ლიო ახა­ლი საფრ­თხის წი­ნა­შეა. კო­რო­ნა­ვირუ­სის მუ­ტი­რე­ბუ­ლი ფორ­მა - ინ­დუ­რი შტა­მი B1617 უს­წრა­ფე­სად ვრცელ­დე­ბა და ინ­დო­ეთ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბის.

რა სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ახა­ლი შტა­მი, მოქ­მე­დებს თუ არა მას­ზე ვაქ­ცი­ნა და იმუ­ნი­ტე­ტი, AMBEBI.GE -ს ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი ზაზა წე­რე­თე­ლი ესა­უბ­რა:

- პირ­ვე­ლად რო­მე­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, იყო ორ­მა­გი მუ­ტა­ცი­ის შტა­მი, ანუ ამ ვირუ­სის ცი­ლის გე­ნებ­ში, ერ­თდრო­უ­ლად ორი ცვლი­ლე­ბა მოხ­და. ერთი ცვლი­ლე­ბა იყო და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე, რო­გო­რიც აქვს ბრი­ტა­ნულ შტამს, ანუ ამ ვირუს­მა მი­ი­ღო თვი­სე­ბა, რომ უფრო სწრა­ფად გავ­რცელ­დეს, ხოლო მე­ო­რე მუ­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და ის, რომ ამ ვირუსს შე­უძ­ლია მი­ე­მაგ­როს ადა­მი­ა­ნის უჯრე­დებს და გვერ­დი აუ­ა­როს იმ ან­ტის­ხე­უ­ლებს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს უკვე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს. ეს ნიშ­ნავს, რომ თუ თქვენ ადრე გა­და­ტა­ნი­ლი გაქვთ კო­ვი­დი, შე­იძ­ლე­ბა, რომ ახა­ლი შტა­მით მა­ინც და­ინ­ფი­ცირ­დეთ და ვირუს­მა გვერ­დი აუ­ა­როს გა­და­ტა­ნის გზით შექ­მნილ იმუ­ნი­ტეტს. თვი­თონ ინ­დო­ე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს შტა­მი შარ­შან, ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბერ - ნო­ემ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ რად­გან ინ­დო­ეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იკ­ლებ­და, იფიქ­რეს, თით­ქოს უკვე და­ა­მარ­ცხეს პან­დე­მია.

მა­შინ ახა­ლი შტა­მით არ და­ინ­ტე­რეს­დნენ, თან ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­საც არ ჰქონ­დათ ის ფი­ნან­სე­ბი, რომ ეს გე­ნუ­რი კვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. მერე რო­დე­საც შემ­თხვე­ვებ­მა იმა­ტა, ცოტა დაფრ­თხნენ, მთავ­რო­ბა­მაც გა­მო­ყო ფი­ნან­სე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­მაც და­ი­წყეს კვლე­ვა და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ინ­დო­ეთ­ში ის ორ­მა­გი შტა­მი ცირ­კუ­ლი­რებ­და და სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ინ­დო­ეთ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით სამი დღის წინ, ინ­დო­ე­თის ოთხ შტატ­ში ვირუ­სის ახა­ლი ფორ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­მა­გი მუ­ტა­ცი­ის შტა­მია - ბრი­ტა­ნუ­ლი, სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი და ბრა­ზი­ლი­უ­რი. სამი ცვლი­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­და ახალ მუ­ტა­ცი­ა­ში. ახლა ამის შეს­წავ­ლას იწყე­ბენ ინ­დო­ე­ლე­ბი და უკვე მთე­ლი მსოფ­ლიო აკ­ვირ­დე­ბა, იმის გა­მოც, რომ ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და ინ­დუ­რი შტა­მის შემ­თხვე­ვა და ყვე­ლა ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს, რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა, მარ­თლა შე­უძ­ლია, თუ არა ამ შტამს გვერ­დი აუ­ა­როს იმუ­ნი­ტეტს.

ასევე დაგაინტერესებთ 12:45 / 26-04-2021"ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით"- რას ამბობს ამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით?- სიმპტო­მე­ბით თუ გან­სხვავ­დე­ბა ახა­ლი შტა­მი ძვე­ლის­გან?

- გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმპტო­მა­ტი­კით არ ხა­სი­ათ­დე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი­ვე სიმ­ტო­მე­ბი აქვს, გან­სხვავ­დე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბით. ამ­ხე­ლა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ ახალ შტამს არ უნდა და­ვაბ­რა­ლოთ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ვი­ღოთ ისიც, რომ ინ­დო­ეთ­მა ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა. ერთი შეც­დო­მა იყო ის, რომ ინ­დო­ეთ­მა პან­დე­მია და­მარ­ცხე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა და შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ამ­სუ­ბუ­ქა, ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი და ასე­ვე რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, რო­მელ­შიც მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. რო­დე­საც ასე­თი მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რე­ბი ჰქონ­დათ, ცხა­დია, ვირუ­სიც სწრა­ფად გა­ექ­ცათ. შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა და­ე­წე­სე­ბი­ნათ. ეს არ არის მხო­ლოდ შტა­მის ბრა­ლი, ეს იმის ბრა­ლი­ცაა, რომ ინ­დო­ე­თი არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და ვირუ­სის მარ­თვას. ვაქ­ცი­ნა­ცი­აც ძა­ლი­ან ნელი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის ათი პრო­ცენ­ტი იყო აც­რი­ლი და ამ ყვე­ლა­ფერ­მა თა­ვის როლი შე­ას­რუ­ლა იმა­ში, რომ ინ­დო­ეთ­ში ახლა ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არის.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­მა შტამ­მა ბევ­რი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა ინ­დო­ეთ­ში...

- აქ არის ორი მო­მენ­ტი: რო­დე­საც პან­დე­მია და­ი­წყო, იმუ­ნი­ტე­ტის ნაკ­ლე­ბო­ბა ჯერ უფრო ასა­კო­ვან ხალ­ხში იყო, ამი­ტომ თა­ვი­დან­ვე მათ­ში გავ­რცელ­და ვირუ­სი, თან რთუ­ლად... ამ ჯგუფ­მა უკვე გა­და­ი­ტა­ნა და იმუ­ნი­ტე­ტი გა­მო­უ­მუ­შავ­და, ამას­თა­ნა­ვე, რო­დე­საც და­ი­წყეს ვაქ­ცი­ნა­ცია, და­ი­წყო ასა­კო­ვა­ნი ჯგუ­ფი­დან, შე­სა­ბა­მი­სად ახალ­გაზ­რდე­ბი ნაკ­ლებ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და არც იმუ­ნი­ტე­ტი იცავთ. ეს ვირუ­სი ეძებს იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც იმუ­ნი­ტე­ტი არ აქვს. ასა­კო­ვან ხალ­ხს იმუ­ნი­ტე­ტი მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ და ვირუს­მა ახალ­გაზ­რდებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ამი­ტომ არის ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ვიდ­რე არ მო­ვა­ხერ­ხებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის 80-90% იყოს იმუ­ნუ­რი, ეს ვირუ­სი არ გა­ჩერ­დე­ბა და ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ნა­ხოს სხე­უ­ლი, სა­დაც გა­აგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ინ­დუ­რი შტა­მი და­ე­მარ­თოს ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს ან უკვე კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილს?

- რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის ცოტა რა­ო­დე­ნო­ბა იყო აც­რი­ლი, ჯერ არ იცი­ან, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ზე რამ­დე­ნად მოქ­მე­დებს, აკ­ვირ­დე­ბი­ან და ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე დღე­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. რად­გა­ნაც ერთი კვი­რაა, რაც ამ შტამ­ზე აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ლა­პა­რა­კი და ვირუს­ში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა მოხ­და, ახლა და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. ინ­დო­ეთ­ში ეს ვირუ­სი გა­ექ­ცათ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყეს კვლე­ვე­ბი. ახლა უკვე ძა­ლი­ან დიდ დაკ­ვირ­ვე­ბას აწარ­მო­ე­ბენ, კვლე­ვებ­ში ჩა­ერ­თვნენ ინ­გლი­სე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, ბელ­გი­ე­ლე­ბი. უნდა ვე­ლო­დოთ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ად­გე­ნენ - აქვს თუ არა ამ ვირუსს ის თვი­სე­ბა, რომ გვერ­დი აუ­ა­როს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ იმუ­ნი­ტეტს და რო­გორ მოქ­მე­დებს ვაქ­ცი­ნა­ცია ამ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ.

- უნდა ვე­ლო­დოთ ინ­დუ­რი შტა­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბას?

- ბელ­გი­ის ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში ოცამ­დე ინ­დო­ე­ლი სტუ­დენ­ტი ჩა­ვი­და ტრე­ნინგზე, ცხოვ­რობ­დნენ სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში და ვირუს­მა ათ დღე­ში იფეთ­ქა, და­უდ­გინ­დათ ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბევ­რი ინ­დო­ე­ლი სტუ­დენ­ტია, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­წე­სოთ შე­ზღუდ­ვე­ბი და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, არ შე­მო­ვუშ­ვათ ინ­დო­ე­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ში. ამ ქვეყ­ნი­დან თუ შე­მო­უშ­ვე­ბენ, უნდა შე­მო­უშ­ვან მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - ტეს­ტი­რე­ბით და ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნით. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტად საფრ­თხი­ლოა, რომ არ გავ­რცელ­დეს ეს ვირუ­სი, მი­თუ­მე­ტეს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­ვარ­დნი­ლია და დიდი იმუ­ნუ­რი ფენა არ გვყავს. ინ­დუ­რი შტა­მი რომ შე­მო­ვი­დეს, ნამ­დვი­ლად უმ­ძი­მეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­აგ­დებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

ambebi.ge