ლეგენდარული მოდელები, რომელთა გამოჩენამაც მოდა შეცვალა - ფოტოები | Allnews.Ge

ლეგენდარული მოდელები, რომელთა გამოჩენამაც მოდა შეცვალა - ფოტოები

კრისტი ტარლინგტონი

ცნობილი სლოგანი "ყველა აღფრთოვანებულია შენით, შენ კი მეიბელინით" - კრისტი ტარლინგტონის გამო გაჩნდა. მისი კონტრაქტი კოსმეტიკურ კომპანიასთან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იყო 90-იან წლებში. გადაღების 12 დღის განმავლობაში, ყოველ წელს ის 800 000 დოლარს იღებდა.

კრისტი 500-ზე მეტი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, მუშაობდა უამრავ მოდის სახლთან, მაგრამ ყველაზე ხშირად "კელვინ კლაინთან". 2013 წელს ის კვლავ მიიწვიეს ბრენდის წამყვან მოდელად.

ნაომი კემპბელი

"შავი პანტერა" მთელს მსოფლიოშია ცნობილი არა მხოლოდ სამოდელო დამსახურების, არამედ ფიცხი ხასიათის წყალობით. ნაომი ხშირად ერთვება ჩხუბში და შემდეგ სასჯელს გამოსასწორებელი სამუშაოების სახით იხდის. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მისი სამოდელო კარიერაც - ის ნამდვილი ლეგენდაა. 90-იანებში სამოდელო ბიზნესში მას უფრო დიდი სირთულეები ხვდებოდა, ვიდრე სხვა მოდელებს - რასობრივი დისკრიმინაცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო.

კეიტ მოსი

90-იან წლებში კეიტ მოსის გამოჩენამ სამოდელო სამყარო თავდაყირა დააყენა - იმ დროის მაღალი სუპერმოდელების ფონზე, მოსი პატარა და ძალიან უბრალო გოგონა იყო, არა ისეთი "ქალღმერთი", როგორიც იყო ევანგელისტა, შიფერი ან სხვები. მისი არაპროპორციული ნაკვთები, მკაცრი გამოხედვა, საშუალო სიმაღლე და გამხდარი ფიგურა ანდროგინულობის და ჰეროინის გლამურის სიმბოლო გახდა მოდის ინდუსტრიაში.

ლინდა ევანგელისტა

ლინდას კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, როდესაც პატარა ლინდა სილამაზის კონკურსებში იღებდა მონაწილეობას. 1988 წელს ის "მის ნიაგარა" გახდა, სადაც შენიშნა ცნობილმა ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა და მისი ცნობილი მოკლე ვარცხნილობა დაუყენა. მის აქტივში 600 ჟურნალის გარეკანია და დღემდე აგრძელებს ფოტოსესიებში მონაწილეობას.

განაგრძეთ კითხვა