რომელი ვაქცინით აცრა სურს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას და სულ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ვებ-გვერდზე? | Allnews.Ge

რომელი ვაქცინით აცრა სურს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას და სულ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ვებ-გვერდზე?

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 57 000 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს სამი სახეობის ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა აქვს.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 54 524-ს "ფაიზერით" ვაქცინაცია სურს.

"მოდერნას" ვაქცინით აცრის სურვილი 26 118 ადამიანმა გამოთქვა. 10 937 მოქალაქეს "ასტრაზენეკას" გაკეთება უნდა, 7467 -მა კი "ჯონსონი და ჯონსონი" აირჩია. რაც შეეხება "ნოვოვაქსით" აცრას, მისი გაკეთების სურვილი 5127-მა ადამიანმა გამოთქვა, 3015 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 680 -ს კი "სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.