56 წლის მონიკა ბელუჩის ახალი, შთამბეჭდავი ფოტოები - "ამ ასაკში, კიდევ უფრო სექსუალურია" | Allnews.Ge

56 წლის მონიკა ბელუჩის ახალი, შთამბეჭდავი ფოტოები - "ამ ასაკში, კიდევ უფრო სექსუალურია"

იტალიელი ვარსკვლავი, ულამაზესი მონიკა ბელუჩი აქტიურ კარიერულ ცხოვრებას აგრძელებს. 56 წლის მონიკა არაერთი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. ამჯერად კი ის Madame Figaro-ს ახალი ნომრის ყდას ამშვენებს.

მან ფოტოები "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მონიკა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია. ყველა ფოტოში სხვადასხვა ბრენდის სამოსი აცვია, მათ შორის Dior-ისა და Miu Miu-ს დიზაინით შექმნილი სამოსი. ფოტოებზე მონიკას Cartier-ის სამკაულებით ვხედავთ.

 

მონიკა ყოველი გამოჩენისას ახერხებს თავისი გულშემატკივრები აღაფრთოვანოს და ეს შემთხვევაც არ ყოფილა გამონაკლისი. თაყვანისმცემლები მას ქალღმერთს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ 56 წლის ასაკში ის გარდა იმისა, რომ სულამაზეს ინარჩუნებს, ამასთანავე, საოცრად სექსუალურია.

 

"ყველა ასაკში უალამაზესი."

"მგონი ამ ასაკში უფრო სექსუალურია."

"თუ გაინტერესებთ ქალღმერთი როგორ გამოიყურება, შეხედეთ მის ფოტოებს", - წერენ კომენტარებში.