დღეს კოლხური ბზა გადაშენების პირასაა, სრულიად საკმარისია ბზობის აღნიშვნა ფრჩხილისხელა რტოთი- რა ინიცატივით გამოდის ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი | Allnews.Ge

დღეს კოლხური ბზა გადაშენების პირასაა, სრულიად საკმარისია ბზობის აღნიშვნა ფრჩხილისხელა რტოთი- რა ინიცატივით გამოდის ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

ქართველი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ბზობის დღესასწაულის აღნიშნვათან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:

"ეს ლამაზი ბზა 8 წლისაა. ზუსტად იმხელაა, ბზობას რომ ტოტებს ატეხენ. დღეს კოლხური ბზა გადაშენების პირასაა, რადგან მას წლების წინათ დაავადება გაუჩნდა. ტოტებსაც იმდენსა და იმხელას ვატეხთ, რომ მცენარეს არანაკლები ზიანი ადგება.

მე ვფიქრობ, სრულიად საკმარისია ბზობის აღნიშვნა ფრჩხილისხელა რტოთი. უკეთეს შემთხვევაში კი ქოთნის ბზით შევხვდეთ დღესასწაულს. მომდევნო წლის ბზობას კი შვილებთან ერთად გადავრგოთ მუნიციპალიტეტების გამოყოფილ ადგილებში და ასე შევქმნათ აღდგომის ტყეპარკები. გაჩნდება ახალი მწვანე და დასასვენებელი სივრცეები და ბზაც უფრო გამრავლდება. ასე რომ, ნუ მოვჭრით ბზას, გავახაროთ. #ნუმოვჭრითბზას