რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ? | Allnews.Ge

რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ?

რუსულმა გამოცემამ, business-gazeta-მ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.ხვიჩამ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რუსეთში ცხოვრებაზე, თავის ბავშვობასა და ოჯახზე.

"მიუნხენის "ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი", "აიაქსი", "ნაპოლი" - ეს მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც "რუბინის" ახალგაზრდა ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ყოველკვირეულად ინტერესს იჩენენ. თუ გარკვეული პერიოდის წინ ყაზანელებმა თქვეს, რომ ოფიციალური წინადადებით არცერთი კლუბი არ დაკავშირებიათ, სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება", - წერს გამოცემა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუდან:

- ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, ბავშვობაში კი დროს სამეგრელოშიც ატარებდი. მოგვიყევი საქართველოს ეს კუთხე რას ნიშნავს შენთვის?

- ეს ჩემი სამშობლოა, ყოველთვის, როდესაც საქართველოში ვარ, ვცდილობ წავიდე. სამეგრელო ერთ-ერთი ის კუთხეა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ საქართველოში იმყოფებით. რელიეფი ჩვენს რეგიონში ძალიან განსხვავებულია, გვაქვს მთებიც და ვაკეებიც. იქ ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ისინი ბევრს შრომობენ, ცდილობენ მეურნეობის წარმოებას.

- შენ მეგრელი ხარ ხომ?

- დიახ, ამაზე ჩემი გვარის დაბოლოებაც მეტყველებს. მეგრელები სხვა ქართული კუთხის მაცხოვრებლებისგან ოდნავ განსხვავდებიან, მაგალითად, სამზარეულოთი. ჩვენი საფირმო კერძი ელარჯია. სამეგრელო ძალიან ლამაზი ადგილია, ვურჩევ ყველას იქ ჩასვლას. ზოგადად, საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია. როდესაც ტურისტები ჩვენს ქვეყანას სტუმრობენ, ბევრ ადგილას მიდიან, რადგან რთულია გამოარჩიო ერთ-ერთი.

- სლუცკიმ განაცხადა, რომ პირველ ვარჯიშზე დაცემისა და სამედიცინო მოთხოვნის გამო, ფეხბურთელების დაჯარიმება დაიწყო, ამის შემდეგ კი ვარჯიში უნდა გაგეგრძელებინათ...

- პირველი შემთხვევის დროს, არ დამაჯარიმეს, თუმცა ახლა კი, დიახ ასეთი პრაქტიკაც არსებობს. მძიმე კონტაქტის დროსაც ჩვენ ვდგებით და ვარჯიშს ვაგრძელებთ. თუ არ მოკვდი, უნდა წამოდგე.

- თუ "რუბინი" საქართველოს ჩემპიონს დაუპირისპირდება, ვინ გაიმარჯვებს?

- რა თქმა უნდა, "რუბინი" გაიმარჯვებს, თუმცა საქართველოში სხვა კარგ გუნდებსაც შეხვდებით, მაგალითად, თბილისის "ლოკომოტივი", რომელმაც მოსკოვის "დინამო" ევროპის ლიგიდან გამოთიშა. ჩემს ქვეყანაში ასევე ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები არიან, რაც ჩემპიონატს ნამდვილად ეხმარება. ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს და ვითარდება, მოედნები შენდება, ბაზები და ა.შ.

- მამათქვენმა აზერბაიჯანის ნაკრები რატომ აირჩია?

- რთულია გიპასუხოთ ამაზე, რადგან მასთან ამაზე არასდროს მისაუბრია. მამაჩემი აზერბაიჯანის ჩემპიონატში დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა, ეს ალბათ მისი პირადი არჩევანი იყო. არ ვიცი, ქართველები ამაზე რას ფიქრობდნენ.

- თქვენ სუპერვარსკვლავი ხართ ხომ საქართველოში? საუკეთესოდაც დაგასახელეს..

- არა არ ვარ, კარგია საუკეთესოდ დასახელება, თუმცა ვარჯიში გრძელდება. აღიარება ნამდვილად კარგია, თუმცა ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ქუჩაშიც, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში ვარ ხოლმე, ფოტოებს ვიღებთ, ავტოგრაფს ვაძლევ, ზოგიც "რუბინის" თამაშებზე ჩამოდის.

- წარმოიდგინეთ, სლუცკი რუსეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა და მიგიწვიათ იქ, თქვენ რას ეტყოდით?

- მე ქართველი ვარ, დავიბადე საქართველოში და ვითამაშებდი ჩემს ნაკრებში. კი იქ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი ნაკლებად გვაქვს, თუმცა ის ჩემი სამშობლოა. რაიან გიგზი უელსის ნაკრებში თამაშობდა, თუმცა ვერაფერს მიაღწია იქ, შემდეგ მოვიდა გარეთ ბეილი და გაიყვანა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე. ყველას თავისი გზა აქვს..

გაეცანით სრული ინტერვიუს თარგმანს