"35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი გამეშვა პოლიციაში... ის რომ გარდაიცვალა კმაყოფილების განცდაც მქონდა" - იუმორისტი უმძიმეს წარსულსა და ოჯახურ ძალადობაზე | Allnews.Ge

"35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი გამეშვა პოლიციაში... ის რომ გარდაიცვალა კმაყოფილების განცდაც მქონდა" - იუმორისტი უმძიმეს წარსულსა და ოჯახურ ძალადობაზე

"კომედი შოუს" ერთ-ერთი მსახიობი, მიშა ანდღულაძე მისი ცხოვრების უმძიმეს ეპიზოდზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალადობრივ გარემოში გაიზარდა.

ინტერვიუ ცნობილმა იუმორისტმა "ფორმულას" მისცა. მისი ინფორმაციით, ოჯახში ძალადობას 4 წლიდან უყურებდა.

"ძალადობრივ გარემოში გავიზარდე. ყველა ერთმანეთს ურტყამდა. მამა ურტყამს დედას, დედა წყევლის შვილებს, უფროსი ძმა ურტყამს უმცროსს, უმცროსმა რა უნდა ქნას ამ დროს? ვინმეს ესროლოს ვაშლი ან რაღაც ასეთი.. ამას ვაკეთებდი მეც.

სხვათა შორის, მამაჩემი საკმაოდ კარგი მეგობარი იყო ჩემი, უბრალოდ მეორე მხარეს იყო ძალადობა. თავის დროზე მასზე ძალადობდა დედა. მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ აღარ მინახავს, არც ოპერაციის წინ და არც მანამდე. დანაშაულის განცდა კი მქონდა... 35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი გამეშვა პოლიციაში. ვერ ვწირავდი.

ასევე მერჩოდა ძმაც. გარდამავალი ძალადობის ჯაჭვი იყო, მამის საქციელს იმეორებდა ძალიან მძიმედ. შარშან იყო, რომ ჩემს ძმაზე გამოვაწერინე პოლიციას ოდრერი. როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მე მქონდა ორი განცდა, ერთი იყო კმაყოფილების განცდა და მეორე, ტრაგიკული" - ამბობს ანდღულაძე.

ის ასევე იხსენებს, რომ 13 წლის ასაკში მასზე სექსუალური ძალადობაც სცადეს.

"ეს იყო ვინმე მამა გიორგი, რომელიც გლდანში სახლში ლოცვებით მკურნალობდა. ღამე მეღვიძებოდა ხშირად ტირილით და შეტევები მქონდა. ამიტომ მივედით ამ ადამიანთან, შემდეგ დავმეგობრდით და მე და ჩემი მეგობარი მასთან ხშირად დავდიოდით. გვეფერებოდა-ხოლმე, მაგრამ მამა-შვილურად აღვიქვამდი ამას, მაგრამ როდესაც უკვე ფიზიკურ უცნაურ შეხებას ჰქონდა ადგილი და სხვისგანაც გავიგე მასზე მსგავსი მდცდელობები, აღმოჩნდა, რომ ეს იყო სექსუალური ძალადობა... შემდეგ აღარ მივსულვართ. მახსოვს, მაღალი გამხდარი კაცი იყო წვერებით" - ჰყვება ანდღულაძე.