ბლუმბერგი, მერდოკი, ტომსონი - ვინ არის 10 ყველაზე მდიდარი მედიამაგნატი მსოფლიოში | Allnews.Ge

ბლუმბერგი, მერდოკი, ტომსონი - ვინ არის 10 ყველაზე მდიდარი მედიამაგნატი მსოფლიოში

მსოფლიოს დღევანდელ მოწყობაში მედია და ზოგადად, ინფორმაციული სფერო უდიდეს როლს თამაშობს. მედია მაგნატებს ხშირად მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებზე მეტი ძალაუფლებაც კი აქვთ. ამიტომ, ამ სფეროში კონკურენციაც დიდია.

საინტერესოა, ვინ არის დღევანდელ რეალობაში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი მედიამაგნატი? გთავაზობთ Forbes real-time -ზე დაყრდნობით 10 ყველაზე მდიდარ მედიამაგნატს მსოფლიოში:

მაიკლ ბლუმბერგი - 59 მილიარდი აშშ დოლარი

 

არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი მედიამაგნატი ფინანსური ინფორმაციისა და მედია კომპანიის- Bloomberg LP.-ის დამფუძნებელი, მაიკლ ბლუმბერგია. მან კორპორაცია 1981 წელს დააფუძნა. იგი ბიზნესის 88%-ს ფლობს, რომელსაც 10 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს.

ბლუმბერგმა კარიერა 1966 წელს უოლ სტრიტზე, საშუალო დონის საივესტიციო ბანკში Salomon Brothers-ში დაიწყო. იგი 15 წლის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

2019 წლის ნოემბერში ბლუმბერგმა თავი საპრეზიდეტო კანდიდატად წარადგინა, თუმცა 2020 წლის მარტში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მას შემდეგ, დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ასობით მილიონი დახარჯა. ბლუმბერგს კლიმატის ცვლილების, იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა საკაცობრიო მნიშვნელობის პროგრამებში 5 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ჩადებული. იგი 12 წლის მაძილზე ნიუ – იორკის მერი იყო.

დევიდ ტომსონი და ოჯახი- 43,8 მილიარდი აშშ დოლარი

დევიდ ტომსონი და მისი ოჯახი ბაბუის, როი ტომსონის მიერ დაარსებულ მედიასა და საგამომცემლო იმპერიას აკონტროლებენ. ოჯახი “ტომსონ როიტერში“ ყველაზე დიდ წილს ფლობს.

2018 წელს ტომსონ როიტერმა Refinitiv– ის საკონტროლო პაკეტი Blackstone– ზე 17 მილიარდ დოლარად გაყიდა. ოჯახი ასევე ფლობს წილს სატელეკომუნიკაციო გიგანტ Bell Canada- ში და გაზეთ Globe and Mail- ს ტორონტოში.

რუპერტ მერდოკი და ოჯახი - 23,1 მილიარდი აშშ დოლარი

მერდოკი აკონტროლებს მედიის გიგანტს, რომელიც რამდენიმე საკაბელო არხს მოიცავს, მათ შორის Fox News, Times of London და The Wall Street Journal.

მერდოკმა 2019 წლის მარტში Disney– ს 71,3 მილიარდ დოლარად Fox, FX და National Geographic Networks– ის უმეტესი ნაწილი მიჰყიდა. მერდოკის ვაჟი მართავს Fox-ის ახალ სატელევიზიო არხს.

ავსტრალიაში მცხოვრებმა მერდოკმა გაზეთი მემკვიდრეობით 22 წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

დონალდ ნიუჰაუსი - 16 მილიარდი აშშ დოლარი

დონალდ ნიუჰაუსმა და მისმა გარდაცვლილმა ძმამ სამუელმა Advance Publications საგამომცემლო და სამაუწყებლო იმპერია მემკვიდრეობით მიიღეს.

დონალდი აწარმოებს გაზეთების ბიზნესს. მისი ძმა, რომელიც წლების განმავლობაში ჟურნალ Conde Nast- ს ხელმძღვანელობდა, 2017 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

Advance Publications- ს Discovery Communications- სა და სოციალური ამბების საიტ Reddit- ში მნიშვნელოვან წილს ფლობს.

განაგრძეთ კითხვა