46 წლის პენელოპე კრუსმა ფანები აღაფრთოვანა - ახალი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელიც ზაფხულში მოდად დამკვიდრდება | Allnews.Ge

46 წლის პენელოპე კრუსმა ფანები აღაფრთოვანა - ახალი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელიც ზაფხულში მოდად დამკვიდრდება

ესპანელი მსახიობის, პედრო ალმოდოვარის ფავორიტის და მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი ვარსკვლავის, პენელოპე კრუსის ფოტოები, InStyle-ის ესპანური გამოცემის, 2021 წლის მაისის გარეკანზე ვიხილეთ.

პენელოპე გამოცემის მთავარი სტუმარია. აღსანიშნავია, რომ მაისის ნომერი არის საიუბილეო, მე-200 inStyle-ის ისტორიაში და სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ გარეკანზე მეგა ვარსკვლავის ფოტო დაებეჭდათ.

მსახიობი საზოგადოების წინაშე შეცვლილი იმიჯით წარსდგა. ამჯერად მან მოკლე ვარცხნილობაზე შეაჩერა არჩევანი.

 

გულშემატკივრების აღფრთოვანება მოჰყვა 46 წლის პენელოპეს შთამბეჭდავ ვიზუალს და ახალგაზრდულ იერს.

გარდა ამისა, პენელოპე ძირითადად გრძელ თმასთანაა ასოცირებული, ვინაიდან, უმეტესად საზოგადოების წინაშე სწორედ გრძელი თმით ჩნდება, ამჯერად კი ე.წ. კარე აქვს.

როგორც მოდის კრიტიკოსები წერენ, დიდი ალბათობით, პენელოპეს გავლენით, ეს ვარცხნილობა ზაფხულის მთავარ ტრენდად დამკვიდრდება.