ვინ არის ქართველი "ჯონ სნოუ" და თავისუფალია თუ არა მისი გული - ვარლამ გოლეთიანის ცხოვრების საინტერესო დეტალები | Allnews.Ge

ვინ არის ქართველი "ჯონ სნოუ" და თავისუფალია თუ არა მისი გული - ვარლამ გოლეთიანის ცხოვრების საინტერესო დეტალები

უკვე თვეზე მეტია საქართველოში ნამახვანჰესის აშენების საკითხი აქტუალური თემაა გახდა. რიონის ხეობის მაცხოვრებლები პროტესტს არ წყვეტენ. საქართველოს ყველა მედიასაშუალება ნამახვანჰესის პროტესტის შესახებ სიახლეებს ყოველდღიურად ავრცელებს და ბოლო რამდენიმე კვირაა აქტივისტებს შორის ერთი ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა და სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა. 

ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობის მკვიდრია, რომელიც ნამახვანესის აშენებას ყოველდღიურად აპროტესტებს და ხეობას თითქმის არასდროს ტოვებს. ვარლამს ერთი და და ძმა ჰყავს, მამა ცაგერისა და ლენტეხის 28 სოფლის მღვდელია, დედა პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა და ერთი პერიოდი უნივერსიტეტშიც მუშაობდა.

ვარლამმა სასულიერო აკადემია დაამთავრა, თეოლოგიური განათლება მიიღო და ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სასწავლებელში გალობის ისტორიაც შეისწავლა, ის ამავდროულად ფოლკლურ ანსამბლ "სახიობას" წევრია და სიმღერით არის დაკავებული. 

28 წლის აქტივისტი ქართველი ქალბატონების განხილვის თემაც გახდა. "ჩვენი დროის გმირი" ასე მოიხსენიებენ ვარლამს და მის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ.

მომხიბვლელს აქტივისტს სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ერთ-ერთ გმირთან აიგივებენ. როგორც ამბობენ, ვარლამი ძალიან ჰგავს სერიალ "სამეფო კარის თამაშების" პერსონაჟს - ჯონ სნოუს და ამ მსგავსებას აქტივისტი არც თვითონ უარყოფს. ახლა იმასაც ეუბნებიან რომ ვარლამი სნოუს ცხოვრების წესითაც ჰგავს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ვარლამმა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, როგორც ირკვევა მას ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების დრო არ რჩება, ლამაზი და ჭკვიანი გოგონები მოსწონს და მის ცხოვრებაში რჩეული ჯერ არ გამოჩენილა.

ფოტოებს თუ დავაკვირდებით, გოლეთიანის სტილი რაღაცით მართლაც ჰგავს სნოუს, წვერი, გრძელი თმა და დიდი სამოსი სნოუს სტილია.

მომხიბვლელობის გარდა ქალბატონები ყურადღებას მის საუბარზეც ამახვილებენ. ვარლამს მშვიდი, გაწონასწორებული საუბრის სტილი და ტემბრი აქვს მისი მტკიცე ხასიათი ყველა გამოსვლაში ცხადად ჩანს.

myquiz