"რიონის ხეობის თამაშები...ახლა მთავარია, დრაკონმა არ გადაიფრინოს" - სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველებს GOT-ის გმირებს ამსგავსებენ (ნახეთ ფოტოები) | Allnews.Ge

"რიონის ხეობის თამაშები...ახლა მთავარია, დრაკონმა არ გადაიფრინოს" - სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველებს GOT-ის გმირებს ამსგავსებენ (ნახეთ ფოტოები)

რიონის ხეობის მცველს და "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს, რომ პოპულარული სერიალის, "სამეფო კარის თამაშების“ მთავარ გმირს, ჯონ სნოუს ამსგავსებენ, ეს ყველამ იცის, თუმცა როგორც აღმოჩნდა, GOT-ის გმირებთან ვიზუალური მსგავსება არა მხოლოდ ვარლამს, არამედ რიონის ხეობის სხვა მცველებსაც აქვთ.

მსგავსება მართლაც თვალშისაცემია და სოციალურ ქსელში უამრავი ფოტოკოლაჟი ვრცელდება, რომელიც აღნიშნულში კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს.

"ფეისბუქის“ მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ "სამეფო კარის თამაშებიდან“ ჯონ სნოუს დედინაცვალს, კეტლინ სტარკს ძალიან ჰგავს რიონის ხეობის მცველი და ვარლამ გოლეთიანის დედა, მარიტა მუსელიანი.

 

"სამეფო კარის თამაშებიდან“ ტორმუნდი და რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი.

სერ დავოსი GOT-დან და რიონის ხეობის კიდევ ერთი მცველი.

სოციალურ ქსელში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასაც მოუძებნეს "სამეფო კარის თამაშებიდან“ შესაბამისი პერსონაჟი. ზოგიერთმა ის სერსეი ლანისტერს შეადარა, ხოლო ზოგმა ღამის მეფეს.

პოლიციის მიერ აგებული ბარიკადები სერიალიდან ცნობილ ყინულის კედელს შეადარეს.

რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანისა და ჯონ სნოუს მსგავსებას, გარდა ვიზუალური მსგავსებისა, სოციალურ ქსელში არ გამოჰპარვიათ, რომ ვარლამს ეცვა ბეწვიანი ქურთუკი, რომელიც გარკვეულწილად სნოუს სამოსს ჰგავდა.

გარდა ამისა, "ფეისბუქში“ პოპულარული გახდა გოლეთიანის ფოტო, სადაც ის ძაღლს ასეირნებს, "სამეფო კარის თამაშების“ ფანებს კი ამ ფოტომ სნოუ და მისი მგელი გაახსენა.

აღნიშნულ ფოტოებს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა. გადავხედოთ ზოგიერთ მათგანს:

დაძებნონ კარგად, ქუთაისის მიდამოებში სამი დინოზავრის კვერცხი იქნება უეჭველი.

რიონის ხეობის თამაშები.

დრაკონმა რომ გადაიფრინოს თუ გამიკვირდეს.

მთავარია, დოთრაკიელები არ გამოჩდნენ.

ქერა დრაკონებიანი ქალი აკლიათ

ყველა როლი დამტკიცებულია თუ იქნება კიდევ ქასთინგი?! - წერენ კომენტარებში.

როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, "სამეფო კარის თამაშები" ნანახი არ აქვს. "ვფიქრობ, ბეწვიანი ქურთუკი ხომ არ გადავაგდო მაგის გამო. რომ ვნახე ეს ვიზუალური მსგავსება, ვიფიქრე, შემეცვალა რამე, რადგან, როცა ასე ხდება, ვეღარ ვკონცენტრირდები საქმეზე. სერიოზულობა არ აკლდება ჩვენს საქმეს ამითი, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულებით აღმიქვამენ. არადა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, იმდენად რთულია, რა ჯონ სნოუ, რა კარიბჭე.." - ამბობს გოლეთიანი sarkenews.ge-სთან.