"ერთი თავდამსხმელია, ახლაგაზრდა კაცი უნდა იყოს, ქალი იყო შიგნით, რომელიც გამოუშვეს" - რას ჰყვებიან ავლაბარში ბანკზე თავდასხმის თვითმხილველები? | Allnews.Ge

"ერთი თავდამსხმელია, ახლაგაზრდა კაცი უნდა იყოს, ქალი იყო შიგნით, რომელიც გამოუშვეს" - რას ჰყვებიან ავლაბარში ბანკზე თავდასხმის თვითმხილველები?

ავლაბრის მეტროსთან მდებარე "საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე პირი მძევლად ჰყავს აყვანილი. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლად 5 ადამიანი აიყვანა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია. ერთ-ერთი ვერსიით, ბანკის თანამშრომლებმა მოასწრეს განგაშის ღილაკისთვის ხელის დაჭერა და პოლიციის გამოძახება.

ადგილზე სამრთალდამცავების არაერთი ეკიპაჟია მობილიზებული, მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

 

"ჩვენი მეგობარიც იქ არის მგონი, ბანკში უნდა შესულიყო, ახლა ვურეკავთ და არ გვპასუხობს", - განაცხადა "ტვ პირველთან" შემთხვევის ადგილზე მყოფმა ახალგაზრდა კაცმა.

"გასროლის ხმა არ ყოფილა, უცებ მოვიდნენ პოლიციელები... ერთი თავდამსხმელია, ახლაგაზრდა კაცი უნდა იყოს, ერთი ქალი იყო შიგნით, რომელიც გამოუშვეს", - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.