როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (+ფოტო) | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება ორსართულიანი სახლი, რომელიც 5 853 000 ლარი ( 1 700 000 აშშ დოლარი) ღირს.

როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 900 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 798 კვ.მ. ამასთან, სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 5 საძინებელი.

განცხადების მიხედვით, ახალაშენებული სახლის პირველ სართულზე არის დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო, ჰოლი, შიდა პატარა ეზო, აბაზანა, კაბინეტი, საძინებელი და სათავსო ოთახი. მეორე სართულზე ჰოლი, 4 საძინებელი, პატარა სამზარეულო და სათავსო ოთახი.

1-cd877bd8-452d-4894-8008-78ff093ce2e8-1618488883.jpg

2-0c9f5202-1fe2-4645-9eac-963acf8531dd-1618488904.jpg

12-bb2ebbf0-85ca-4fc5-9775-4edfb7ba5678-1618488957.jpg

იხილეთ უფრო მეტი ფოტო