ვინ არის 12 ყველაზე მაღალანაზღაურებადი დირექტორი საქართველოში | Allnews.Ge

ვინ არის 12 ყველაზე მაღალანაზღაურებადი დირექტორი საქართველოში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებული თანამშრომლებისა და შრომის ანაზღაურების ხარჯების შესახებ განახლებული კვლევა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევის ფარგლებში შესწავლილი 10 უმსხვილესი მუნიციპალური საწარმოს (თბილისის გარდა) შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 2019 წელს 18,284,225 ლარს შეადგენდა. მათი უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს და მუნიციპალური ბიუჯეტიდან სუბსიდირდება.

ამასთან, კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბუღალტრები, საქმისმწარმოებლები და შესყიდვების სპეციალისტები ძირითადად თბილისის ა(ა)იპ-ებში გვხვდებიან, სადაც მათი საშუალო ანაზღაურება დაახლოებით ორჯერ აღემატება ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებულთა მაჩვენებელს. აღნიშნული ტენდენცია ვრცელდება უწყების ხელმძღვანელებზეც.

IDFI-ს ანალიზის შედეგად ვლინდება, რომ 12 ყველაზე მაღალანაზღაურებადი დირექტორიდან, რომელთა ყოველთვიური სარგო 3,000-6,000 ლარამდე მერყეობს ყველა დასაქმებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში.

აა(ი)პ-ების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელები:

  • ააიპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო - 6000 ლარი - (სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია ლაშა მაჭავარიანი);
  • ააიპ თბილისის განვითარების ფონდი - 6000 ლარი - (სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ალექსანდრე ტოგონიძე მუშაობს)
  • ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო - 5 600 ლარი - (სააგენტოს დირექტორის პოზიცია ეკატერინე ჯოჯუას უკავია)
  • ააიპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - 4 400 ლარი - (პოსტს თამაზ დარჩიძე იკავებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა, ახლა ბოტანიკურ ბაღს დირექტორი არ ჰყავს, დირექტორის მოვალეობას კი ვახტანგ გაბიძაშვილი ასრულებს)
  • ააიპ ეროვნული სკრინინგ-ცენტრი - 4 000 ლარი - (ცენტრის დირექტორი არის ეთერ კიღურაძე);