ცნობილი იურისტის უცნობი საქმე და ხელით შექმნილი ეთნოგრაფიული სამოთხე | Allnews.Ge

ცნობილი იურისტის უცნობი საქმე და ხელით შექმნილი ეთნოგრაფიული სამოთხე

ვახუშტი მენაბდე პოლიტიკური სამართლის სპეციალისტია, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, პარალელურად კი თავის მშობლიურ კუთხეში, გურიაში, მეღვინეობა-მევენახეობას მისდევს.

"შემოქმედი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდი და ტრადიციული სოფელია, ლამაზი მონასტრით, ხეობით, მდინარით. ჩვენგან სულ რაღაც 20 კილომეტრშია გომის მთაც, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. არის ასევე რამდენიმე სახლ-მუზეუმი. ერთი სიტყვით, ეთნოგრაფიულად მრავალფეროვანი სოფელია. პრაქტიკულად, თემია, რომელშიც რამდენიმე პატარა სოფელი შედის", - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ვახუშტი მენაბდე.

- ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მეღვინე ან მევენახე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოც დამიყენებია, ვაყენებ და დავაყენებ, ოჯახის წევრებთან ერთად ვენახსაც ვმართავ, მეღვინე არა ვარ, ალბათ, უფრო ენთუზიასტი, რადგან ეს ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო სფეროა.

- რამდენი ხანია, რაც ამ საქმით დაინტერესდით?

- როგორც თითქმის ყველგან, ღვინოს ჩემს ბავშვობაში გურიაშიც აყენებდნენ. ეს იყო ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც, ცხადია, მაღალი ხარისხის ღვინო არ დგება. თუმცა იმ რიტუალებს, რაც დაკავშირებულია ყურძნის მოყვანასთან, მოვლასთან, დაწურვასთან, დაყენებასთან, ბავშვობაში ვუყურებდი და ეს ჩემთვის სახალისო და საინტერესო იყო. ღვინის სუნი და არომატი ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა იმ პერიოდში კარგი ხარისხის ღვინოს ძნელად თუ წააწყდებოდი. მეღვინეობით საფუძვლიანად სტუდენტობისას დავინტერესდი. მერე ნელ-ნელა ინტერნეტის საშუალებით თუ სხვადასხვა სპეციალისტის მეშვეობით ღვინის დაყენების შესახებ ბევრ რამეს გავეცანი.

- ბოლო დროს ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ სფეროში...

- დიახ. ლიტერატურაში გვხვდებოდა ინფორმაცია გურიაში არსებულ ღვინის კულტურაზე, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი დეგრადირებული იყო. 2014-2015 წლებში ქალაქთან ახლოს საცდელი ვენახი გავაშენეთ. შემდეგ გადავწყვიტეთ, უფრო სერიოზულად მოგვეკიდა ხელი.

2016 წელს ჩვენი საგვარეულო მიწის მეზობლად ძველი ოდა შევიძინეთ თავისი ტერიტორიით. ნელ-ნელა გავფართოვდით და ახლა ჯამში 2,5 ჰექტარი მიწა გვაქვს. დიდი ფართობი არ არის, მაგრამ საინტერესო ვაზის ჯიშების გაშენებისა და ღვინის დაწურვის საშუალებას იძლევა. ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ.

- საქმეში მთელი ოჯახი ხართ ჩართული?

- ჩემს ძმას, მამაჩემსა და დედას შრომა განაწილებული გვაქვს. გვაქვს პატარა სასტუმროც, ეთნოგრაფიული ეზო, ხეხილი, ბოსტანი და სხვა... ვენახს ჰექტარზე ცოტა მეტი ფართობი უკავია. განაგრძეთ კითხვა