რას წერს გოგონა ფოტოდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა - "ბრძოლას დამთავრებულად ჩავთვლი, როცა საბოლოოდ ამოიძირკვება ოკუპანტი ჩემი მიწიდან" | Allnews.Ge

რას წერს გოგონა ფოტოდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა - "ბრძოლას დამთავრებულად ჩავთვლი, როცა საბოლოოდ ამოიძირკვება ოკუპანტი ჩემი მიწიდან"

ნანა (მარი) მახარაძე, იური მეჩითოვის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისას გადაღებული ფოტოს გმირი, რომელიც ამ დღის სიმბოლოდ იქცა, facebook-ის პირად გვერდზე წერს:

"9 აპრილი გაერთიანებული, გულანთებული, მამაცი ქართველი ხალხის დღე... ღირსების და ერთგულების, თავისუფლების და დამოუკიდებლობის, გმირების, ეროვნული მოძრაობის... სამშობლოზე შეყვარებული ადამიანების დღე... იდეისთვის და პატრიოტიზმისთვის დაჩეხილების და დაწამლულების, არ დაჩოქილი საქართველოს დღე 9 აპრილი თანამედროვე საქართველოს ისტორიის დასაწყისი... გაზაფხულის ერთი ტრაგიზმით და სიამაყით სავსე დღე... საოცარი გრძნობაა, როცა ამ დღის ნაწილი ხარ, უდიდესი პასუხისმგებლობაა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ბრძოლას დამთავრებულად ჩავთვლი, როცა საბოლოოდ ამოიძირკვება ოკუპანტი ჩემი ქვეყნის მიწიდან! 9 აპრილს დღეს განსაკუთრებული გრძნობით ვხვდები. ეს ჩემი მეგობრების დამსახურებაა. მაკა სახურია, გელა იზორია. ლევან მაღლაკელიძე... მათ შეუძლებელი შეძლეს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ ისტორიული დღის თავისუფლების ხმას, გმირ ქალბატონს ლელა ვეფხაძეს უკვე ომახიანად და წელში გამართულად ვუთხრათ: მადლობა თავისუფლებისთვის. მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა ამ საქმეში კიდევ ერთი გაზაფხული... ისევ აყვავებული ტიტები... და მარადიული ხსოვნა გმირების".