ნანუკა გუდავაძე სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები) | Allnews.Ge

ნანუკა გუდავაძე სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები)

ბიძინა ივანიშვილის რძლის ნანუკა გუდავაძის და ანი გუდავაძე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს რომ დები გუდავაძეები შვილებთან და დედასთან ერთად სამხრეთ კორეის დედაქალაქში სეულში მოგზაურობენ.

ანი გუდავაძე

 

ფოტოებზე პატარა ბერუკა ივანიშვილი, დეიდაშვილთან ერთად არის გადაღებული. ანი გუდავაძე მოგზაურობაში ქმართან ერთად იმყოფება. ფოტოებზე და ვიდეოში კი მხოლოდ ნანუკა და ბერუკა ჩანან, ბერას გარეშე. თუმცა სავარაუდოდ ოჯახთან ერთად იმყოფება ექსპრემიერის ვაჟიც. რამდენიმე კვირის წინ ბერამ საკუთარ გეგმებზე საუბრისას თქვა, რომ მალე სამხრეთ კორეაში გამგზავრებას გეგმავდა.

"მალე მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც მაქვს დაგეგმილი რამდენიმე დუეტი. თანამშრომლობა იქაურ კარგ მუსიკოსებთან. უახლოეს მომავალში ვაპირებ, გააქტიურებას მუსიკალური მიმართულებით, იქნება ახალი კლიპები, სიმღერები და ძალიან ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს, ჩემს ნამდვილებს გახარდებათ", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ცნობილი დები შვილებთან ერთად სეულში ცნოვილ კოექსის აკვარიუმს სტუმრობენ, სადაც ზღვის 40 000-მდე ბინადარი ცხოვრობს. აკვარიუმში მრავალი თემატური დარბაზია, როგორებიცაა: ამაზონის ტროპიკული ტყე, მდინარე, ჭაობები...

ნანუკა გუდავაძე

 

ბერუკა ივანიშვილი დეიდაშვილთან ერთად

თვეზე მეტი გავიდა რაც საზოგადოებამ ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერი მოისმინა. მაშინ ჩანაწერის ავთენტურობა არცერთმა მხარემ არ უარყო...

სკანდალური ჩანაწერების შემდეგ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის ოჯახი საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. ორი დღის წინ კამერებმა პირველად დააფიქსირეს მილიარდელი ცოლთან ერთად, რომელიც სამებაში ანზორ ერქომაიშვილის პანაშვიდს დაესწრო. ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში, აქტივობა შეწყვიტეს.