მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ | Allnews.Ge

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ

ოჯახური ბიზნესი შესაძლოა, ისეთი წარმატებული აღმოჩნდეს, რომ მილიარდერი გახდეთ და ისეთი იმპერია ააგოთ, რომ წლებს გაუძლოს, თაობიდან თაობას გადაეცეს, ოჯახური კლანი კი მსოფლიოს მასშტაბით გავლენიანი გახდეს.

გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ოჯახებს. მათ დიდი შრომის და გონიერების წყალობით მიაღწიეს ყველაფერს და დღეს ბევრი დამწყები ბიზნესმენისთვის შთამაგონებლები არიან.

  • ვოლტონების ოჯახი - Walmart, ქონება - 215 მილიარდი დოლარი

ვოლტონები მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახური კლანია, რომელიც Walmart-ს განაგებს. ყველაფერი კი არკანზასის შტატში 1960 წელს დაიწყო, როდესაც "ვოლმარტი“ სემ ვოლტონმა დააარსა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა.

  • მარსების ოჯახი - Mars, საშუალო ქონება 120 მილიარდი დოლარი
 

Mars ეს არის ტკბილეულის კომპანია, რომელიც იაფი და ძალიან პოპულარულია. დღეს კომპანია ცნობილია ისეთი ტკბილეულის წარმოებით, როგორიცაა M&M-ი. კომპანია ფრენკ მარსმა დააარსა და ახლა მისი შვილთაშვილები, ჟაკლინ და ჯონ მარსები განაგებენ.

  • კოხების ოჯახი, რომელიც განაგებს კოხების ინდუსტრიას და ქონება 109,7 მილიარდ დოლარს შეადგენს

ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნავთობ კორპორაციას ჩარლზ კოხი განაგებს. კომპანია 1940 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელი ფრედ კოხია. კომპანიის ამჟამინდელი მმართველის სახელთან დაკავშირებულია აშშ-ში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ლობირება და მცდელობა, რომ შტატების პოლიტიკაზე საკუთარი გავლენა მოახდინოს.

  • ალ საუდების სამეფო ოჯახი, რომელთა საშუალო ქონებაც 95 მილიარდ დოლარს შეადგენს

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი საუკუნეებია უმდიდრესი ოჯახური კლანია და მათი ქონება დეკადების განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება. ისინი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის მაგნატები არიან. ალ საუდების ქონების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც "ფორბსისთვის" ცნობილია, ამ ეტაპზე ქონება 95-მილიარდ დოლარს შეადგენს.

  • ამბანების ოჯახი - მათი ქონება 81,3 მილიარდ დოლარს შეადგენს

ოჯახის ასეთი შემოსავალი ნავთობგადამამუშავებელ კონგლომერატს, Reliance Industries-ს უკავშირდება. კომპანიის გენერალური დირექტორი მუკეშ ამბანია, კომპანია კი მისმა მამამ 1957 წელს დააარსა. მართვაში მთელი ოჯახია ჩართული და ეს ინდური კლანი აკონტროლებს ნავთობს, გაზს, ტექსტილს, ტელეკომუნიკაციებს, ელექტროენერგიის წარმოებას და ა.შ.

  • დიუმების ოჯახი, რომელიც Hermes-ის მფლობელია და რომელთა ქონებაც 63,9 მილიარდ დოლარს შეადგენს

ფრანგული მოდის სახლის მფლობელები მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის სამოსი, სუნამო, ჩანთები და სხვა აქსესუარები საკმაოდ ძვირი ღირს, ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია მსოფლიოში. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამჟამად აქსელ დიუმაა, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი, პიერ ალექსის დიუმა გახლავთ.

  • ვერთაიმერების ოჯახი, რომელიც Chanel-ის მოდის სახლს ფლობს და მათი ქონება 54,4 მილიარდ დოლარს შეადგენს

ფრანგული მაღალი მოდა, ლეგენდარული "პატარა შავი კაბა“ , სუნამო No5 სწორედ Chanel-ის მოდის სახლთანაა დაკავშირებული. დღეს მოდის სახლის თანამფლობელები ძმები, ალან და გერჰარდ ვერთაიმერები არიან. კომპანია მათმა ბაბუამ კოკო შანელთან ერთად დააარსა.

  • ჯონსონების ოჯახი - ისინი ფლობენ Fidelity Investments და ოჯახის ქონება დაახლოებით, 46,3 მილიარდი დოლარია.

Fidelity Investments ედვარდ ჯონსონმა 1946 წელს დააარსა და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია. ამჟამად მართავს ჯონსონის შვილთაშვილი ებიგაილ ჯონსონი, რომელიც "ფორბსის" მილიარდერთა რეიტინგში 124-ე ადგილს იკავებს.

განაგრძეთ კითხვა