კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად | Allnews.Ge

კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად

მაშინ, როცა პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უამრავი კომპანია გაკოტრდა და მიმდინარე მოვლენებმა ბიზნესზე, ზოგადად, მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია, არიან ადამაინები, რომლებმაც პირიქით, ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტ ფინანსურ წარმატება მიაღწიეს და ასეთ ადამიანთა შორისაა რეალითი შოუების ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი, რომელიც მილიარდერთა კლუბს შეუერთდა.

"ფორბსის" მონაცემების მიხედვით, კიმ კარდაშიანი უკვე სუპერ მდიდარი ადამიანების ელიტარული კლუბის წარმომადგენელია. გამოცემა წერს, რომ მისმა ქონებამ 1-მილიარდ დოლარს მიაღწია კოსმეტიკისა და სამოსის ბრენდების, სატელევიზიო შემოსავლის, სხვადასხვა გარიგებების და ინვესტიციების წყალობით.

"ფორბსის" მონაცემების მიხედვით, კარდაშიანის შემოსავალი განსაკუთრებით გაიზარდა კოსმეტიკური ხაზიდან.

 

KKW Beauty საკუთარ კოსმეტიკურ ხაზს ვარსკვლავმა 2017 წელს დაარქვა, მანამდე კიმის ბრენდს "კიმონო“ ერქვა, თუმცა სახელის გადარქმევა მოუწია, ვინაიდან ის კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაში დაადანაშაულეს.

გასულ წელს კიმმა აღნიშნული ბრენდის 20% მიჰყიდა კოსმეტიკურ გიგანტს, Coty-ის, 200 მილიონ დოლარად. კიმი ვერ შეაჩერა პანდემიამ და მან სახლში ყოფნის პერიოდიც კიდევ ერთი წარმატების მომტანი ბიზნესის შექმნის შესაძლებლობად აქცია - კიმი თავისი ბოლო პროექტით მომხმარებელს სთავაზობს სახლის სამოსსა და საცვლებს მინიმალისტური დიზაინით, რომელსაც თან ახლავს დამფუძნებლის ავტოგრაფი.

კიმი იდეალურად იყენებს სოციალურ ქსელებში თავის ოფიციალურ ანგარიშებს ბრენდების რეკლამისთვის. კარდაშიანს "ინსტაგრამზე" 213 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ხოლო "ტვიტერზე" 69,7 მილიონი მიმდევარი.