როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი კოვზით ჭამას, სათამაშოების ალაგებას და დამოუკიდებლად ჩაცმას - სასარგებლო ხრიკები მშობლებისთვის | Allnews.Ge

როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი კოვზით ჭამას, სათამაშოების ალაგებას და დამოუკიდებლად ჩაცმას - სასარგებლო ხრიკები მშობლებისთვის

ძალიან ბევრი მშობელი წუხს, რომ ბავშვი ვერაფრით მიაჩვია სათამაშოების ალაგებას, თავისი ნივთების მოწესრიგებას, დამოუკიდებლად ჩაცმას ან ჭამას. თუ ბავშვს თავის მოვლის აუცილებელი ჩვევები ადრეული ასაკშივე არ ჩამოუყალიბდა, მოზარდობისას აკურატულობა, წესრიგის და სისუფთავის დაცვას ძალიან გაუჭირდება. ამ ყველაფრის სწავლება რთული არაა. მთავარია, დროულად ჩამოუყალიბოთ სწორი ჩვევები: კოვზის დაჭერა, დამოუკიდებლად ჩაცმა, თავისი სათამაშოების და ოთახის მილაგება. ეს რჩევები სწორედ ამაში დაგეხმარებათ:

ჭუჭყიანი ნივთები კალათში

2 წლის ბავშვმაც კი უნდა შეძლოს ჭუჭყიანი სამოსის ან სათამოების მოგროვება.

  • გამოუყავით ერთი კალათი ჭუჭყიანი თეთრეულისთვის. აირჩიეთ საშუალო სიმაღლის, ისეთი, ბავშვი თავისუფლად რომ   მისწვდეს მის სახურავს. დაუდეთ საბავშვო ოთხში, რათა მიახვედოს, რომ მასში უნდა ჩაყაროს ჭუჭყიანი სამოსი.
  • ასწავლეთ თამაშ-თამაშით! ჩვენ ვყრით ჭუჭყიან სათამაშოებს კალათში, როგორც ბურთს. რა თქმა უნდა, თავიდან ბავშვს გაუჭირდება ნივთების კალათში მოხვედრა, მაგრამ გარკვეული პერიოდში, სწავლა-ვარჯიშის შედეგად, დედის დახმარების გარეშეც გამოუვა.
  • ვიმღეროთ. შეარჩიეთ მარტივი სიმღერა, ვითომ ჭუჭყიანი სამოსი ითხოვს კალათაში ჩაყრას, რათა მერე გაირეცხოს და ისევ სუფთა გახდეს.
  • სასარგებლო რჩევა. სასურველია ჭუჭყიანი ნივთების ორი კალათი გქონდეთ: ფერადი და თეთრი ფერის ნივთებისთვის. ამგვარად, ბავშვი ფერების გარჩევასაც ისწავლის.

გაასწორე საწოლი

ნუ გგონიათ, რომ კარგ შედეგს სწრაფად მიაღწევთ. თუმცა, თუ ყოველდღიურ ჩვეულებად აქცევთ, დიდობაშიც აკურატული იქნება.

  • ყოველ დილით. უთხარით ბავშვს, რომ ეს მისი დილის საქმიანობაა. სთხოვეთ, გადააფაროს საწოლს პლედი, რათა   მას არ შესცივდეს. და არც ბალიშის გადაფარება დაავიწყდეს, მასაც ხომ სჭირდება სითბო...
  • მაგალითისთვის. ასწავლეთ, როგორ უნდა გაასწოროს საბანი, ზეწარი, როგორ ააფუმფულაოს ბალიში.
  • რბილი სათამაშოები. ახლა კი სთხოვეთ, სათამაშოები ლამაზად, ერთ კუთხეში მოათავსოს.
  • სასარგებლო რჩევა. საბნის დაფერთხვა ბავშვისთვის რთული იქნება, მას ზეწარი ან ბალის პირი დააფერთხინეთ.
mshoblebi

ავალაგოთ სათამაშოები

ბავშვი სახლის დალაგებაში შეგიძლიათ წლინახევრის ასაკიდან ჩართოთ, მაგრამ ნუ ელით, რომ მუდამ მზად იქნება ამისთვის. ხანდახან უნდა შეახსენოთ კიდეც.

  • მარტივი შენახვა. სათამაშოები კალათებში, ყუთებში (საწოლის ქვეშ) დაბალ უჯრებში, მოუთავსეთ, სადაც ადვილად მიწვდება.
  • არ მისცეთ გაქცევის უფლება. ბავშვს დალაგება არ მოსწონს და ადვილად შეეცდება თავის დაღწევას. არ დართოთ ნება, რომ გაგეპაროთ. პირიქით, შეაქეთ, გაამხნევეთ, წაახალისეთ, რომ ინტერესი გაუჩნდეს.
  • გაახალისეთ. სათამაშოების დალაგების დროს შეგიძლიათ იმღეროთ, ან თამაშის ფორმა მისცეთ: "ჯერ წითელი ფერის სათამაშოები შევაგროვოთ, ახლა - მწვანე".
  • სასარგებლო რჩევა. იმისათვის, რომ სათამაშოების ყუთები არ გადაგევსოთ, პერიოდულად გადაახალისეთ, გააჩუქეთ ისეთები, რომლებიც ბავშვისთვის უინტერესოა. ნუ გამოტენით სათამაშოებით კარადებს, სარდაფს, ავტოფარეხს.

ვჭამთ კოვზით

გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან ბავშვი მოისვრება, მაგრამ ამას უნდა შეეგუეოთ, სამაგიეროდ, პროცესი ეფექტურად და მხიარულად ჩაივლის.

  • დაიკავე კოვზი. 6 თვიდან უკვე შეგიძლიათ ბავშვს შედარებით მყარი საკვები მისცეთ და ამიტომ აჩუქეთ ახალი კოვზი, მიეჩვიოს მის ხელში დაჭერას.
  • დაიწყეთ მცირედით. კოვზზე საკვების პატარა ულუფა დაუდეთ და დაეხმარეთ, რომ კოვზი პირში ჩაიდოს. თავიდანვე შედეგს ნუ ელით. კოვზით ჭამას ბავშვი წლინახევრის ასაკიდან შეძლებს.
  • შეუქეთ დამოუკიდებლობა. მიეცით უფლება, რომ თვითონ დაიწყოს ჭამა. ნუ ეჩხუბებით, თუ საჭმელი ყველგან იქნება მიმობნეული. სამაგიეროდ, კოვზის დაჭერას მიეჩვევა.
  • სასარგებლო რჩევა. იქონიეთ ორი კოვზი. ერთი თქვენთვის და მეორე - ბავშვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადილობა შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს.
mshoblebi

გააცანით ჩანგალი

სამი წლიდან ბავშვს შეიძლიათ ჩანგალიც "გააცნოთ".

  • აარჩიეთ ასაკისთვის შესაფერისი ჩანგალი. ჩანგალი უნდა იყოს მსუბუქი, რბილი და სამი კბილანით. აჩვენეთ, როგორ უნდა ეჭიროს.
  • დაიწყეთ იმ პროდუქტით, რომელსაც მარტივად ჩაჩხვლიტავს. ღრმა თეფშში ჩაუყარეთ მრგვლად დაჭრილი სტაფილოს ან მოხარშული კარტოფილის კუბები და ასწავლეთ ჩანგლის გამოყენება.
  • ერთად სცადეთ. მზად იყავით, რომ ბავშვს უნდა მიეხმაროთ. ეს ნერვების მოშლის გარეშე, თამაშით გააკეთეთ.
  • მიეცით თავისუფლება. აცადეთ, რომ თავადაც გაივარჯიშოს ჩანგლის გამოყენებაში. თვითონ სცადოს ჩანგლის ჩარჭობა პროდუქტებში.
  • სასარგებლო რჩევა. სადილობის დროს ბავშვის გვერდით იჯექით. ამგვარად კარგ მანერებსაც ჩამოუყალიბებთ და თან გაამხნევებთ, როცა ყველაფერი გამოუვა წაიკითხეთ ვრცლა