საქართველოში ამინდი გაუარესდება - "ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესის ჩასახვა გამოიწვიოს" | Allnews.Ge

საქართველოში ამინდი გაუარესდება - "ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესის ჩასახვა გამოიწვიოს"

5 აპრილს, დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში, ძირითადად კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელია.

სინოპტიკოსების ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა იქნება.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.